Saturday, May 4, 2013

ყველზე მომუშავე დრეგსტერის სიჩქარის რეკორდი


ბარონმა მიუნხჰაუზენმა ისეთ პლანეტაზე იმოგზაურა, სადაც მიწის ნაცვლად ყველია და რძის მდინარეები მოედინება... სახელოვანი მეზღაპრის ისტორია მართლაც სახალისოა და ალბათ, ამ სათაურის წაკითხვისას პირველ რიგში, სწორედ ის გაგახსენდებოდათ. მაგრამ ნუ იჩქარებთ, თანამედროვე მიუნხჰაუზენის ისტორიას არ გიყვებით.
ახალი ისტორია იუტას შტატის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა შექმნა. მათ შეიმუშავეს დრეგსტერის ტიპის ავტომობილი, რომლითაც ამ ტიპის ავტომობილებისთვის სიჩქარის რეკორდი დაამყარეს. ახალი რეკორდი - 105.16 კმ/სთ, შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ავტომობილი ენერგიას ყველისგან ღებულობს(!).
„ეჯი A-სოლტ სტრიმლაინერ“ - ასე ეწოდება ავტომობილს, რომელიც სუფთა ფურცლიდან ერთ წელიწადში შეიქმნა და რომელიც ორცილინდრიანი, 1.0-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი. ძრავი კი ბიოსაწვავზე მუშაობს, რომელსაც ყველისგან ღებულობენ.
„მთავარი სირთულე ის იყო, რომ დრეგსტერზევე საკმარისი რაოდენობით ბიოსაწვავი გამოგვემუშავებინა, რაც რბოლის საშუალებას მოგვცემდა. ლაბორატორიაში მცირე რაოდენობით საწვავის მიღება ძნელი არაა, მაგრამ როდესაც ამ მოწყობილობის დრეგსტერზე დაყენება გინდა, უამრავ პრობლემას აწყდები“, - განაცხადა იუტას შტატის უნივერსიტეტის ბიოქიმიკოსმა ალექს მაკქარდიმ.
„ეჯი A-სოლტ სტრიმლაინერმა“ არაერთი გარბენი შეასრულა, რომლის დროსაც, მის ავზში ხან ნავთობისგან გამოხდილ დიზელს ასხამდნენ, ხანაც ყველისგან გამოხდილს. ამ გარბენების დროს გამოვლინდა, რომ ორივე შემთხვევაში, სიჩქარე პრაქტიკულად ერთნაირი იყო.

No comments:

Post a Comment