Sunday, May 5, 2013

პედლის ენერგია

PEDAL POWER
5 მაისი
კომპიუტერი თანამედროვეობის სიმბოლოა. მის გარეშე ალბათ ცხოვრება წარმოუდგენლადაც კი გეჩვენებათ. მას ბევრი სიკეთე მოაქვს, მაგრამ ერთი დიდი მინუსიც აქვს - საათები ისე გავა, ვერ მიხვდებით, რომ უმოძრაობამ დაგღალათ. ამის შედეგი ზედმეტი წონა და მისი თანმდევი პრობლემებია.
მაგრამ თურმე გამოსავალიც არსებობს. მაგალითად, რას იტყვით, თუ კომპიუტერთან მუშაობის პარალელურად, ენერგიას პედლების ტრიალით დახარჯავთ? - შესანიშნავი ვარჯიშია და თუ სხვა ხეირიც მოაქვს, მაგალითად, თუ პედლები მინი გენერატორს ატრიალებს, რომელსაც ლეპტოპისთვის საჭირო ელექტრო ენერგიის მოცემა შეუძლია...
ისღა დაგრჩენიათ, პედლები გენერატორს დაუკავშიროთ, მათი ტანდემი კი სკამისა და მომცრო მაგიდის კომპლექტზე დაამაგროთ, გენერატორის მიერ გამომუშავებული და გარდაქმნილი დენი კი ლეპტოპს მიაწოდოთ. გამოვა, რომ კომპიუტერთან მუშაობისას, არამარტო ივარჯიშებთ, არამედ კომპიუტერისთვის საჭირო ენერგიასაც გამოიმუშავებთ. ჯანმრთელობასაც გაუფრთხილდებით და გარემოსაც, რომელსაც თქვენს წილ ნახშირორჟანგს მოაშორებთ...

No comments:

Post a Comment