Saturday, May 4, 2013

ზერო - პერსონალური ვერტმფრენი


კონცეპტუალური ვერტმფრენი, სახელად „ზერო“, რომელიც ესპანელმა დიზაინერმა ექტორ დელ ამომ შეიმუშავა, პერსონალური სატრანსპორტო საშაულების შესანიშნავი ნიმუშია. შესაძლოა, ის მეტისმეტად არარეალურად მოჩანს და ფურცელზევე დარჩენისთვისაა განწირული, თუმცა ახალი ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება, შეუძლებელს არაფერს ტოვებს.
ალბათ ყველამ არ იცის, რომ ჯერ კიდევ 1970-იან წლებში, საფრანგეთში შექმნეს ერთადგილიანი ჯუჯა თვითმფრინავი, უცნაური სახელით „ქრი-ქრი“, რომელიც ერთი შეხედვით, „ზეროსავით“ არარეალურად მოჩანდა. თუმცა, დაფრინავდა და ძალიან იაფიც ღირდა. რამდენიმე ასეული გაიყიდა კიდეც. და ახლაც ისეთი პოპულარობით სარგებლობს, თქვენი მოწონებული...
მაგრამ თუ „ქრი-ქრი“ ტიპიური, ოღონდ ძალიან დაპატარავებული თვითმფრინავი იყო, „ზეროს“ შეგიძლიათ საჰაერო მოტოროლერის პოზიცია მიანიჭოთ - ამ გავრცელებული ორბორბალასავით გახსნილი, პატარა და მსუბუქია. რა თქმა უნდა, ამ პროექტის განვითარება იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეაფასებენ მის საბაზრო პერსპექტივას ამ პროექტით დაინტერესებული კომპანიების მარკეტოლოგები.
ნუ დაგაფიქრებთ ის ფაქტი, რომ „ზერო“ ღია ვერტმფრენია. მის სავარძელს აქვს ღვედები, რომლებიც საიმედოდ დაგაბამენ და გადმოვარდნის „უფლებას“ არ მოგცემენ. უფრო საინტერესო ისაა, თუ სად თავსდება ძრავი. ის იდეალურად კომპაქტური და გარსშემოდენილია და კონცეპტუალურ ვერტმფრენზეც დიი ადგილს არ იკავებს.

No comments:

Post a Comment