Monday, May 27, 2013

ვინ შეცვლის ბერნანკეს?


დღეს ამერიკაში დასვენების დღეა და ამიტომ, ბაზრებზე განსაკუთრებული აქტივობა მოსალოდნელი არაა. ამიტომ, ყურადღების გამახვილება ღირს ფაქტზე, რომელიც მალე მოხდება - აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (FRS - ფედერალ რიზერვ სისტემ) შეფი მალე შეიცვლება. ვინ შეცვლის ბენ ბერნანკეს, ჯერჯერობით უცნობია. მართალია, ახალი შეფის ვინაობას ალბათ სექტემბერში გავიგებთ, მაგრამ ამ თემაზე უკვე მიდის გაცხოველებული სჯა-ბაასი. და ეს არცაა გასაკვირი, რადგან ქვეყნის მომავალი საფინანსო პოლიტიკა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ტიპის ხელმძღვანელი ეყოლება მას.
სწორედ ბერნანკეს შემცვლელზე იქნება დამოკიდებული, როდის შეიცვლება საპროცენტო განაკვეთი, რომელიც პრაქტიკულად ნულის ტოლია. ადრე თუ გვიან, განაკვეთი აუცილებლად შეიცვლება, ამაზე ამერიკის ეკონომიკის დინამიკა მეტყველებს. მაგრამ როდის? რამდენით გაიზრდება? ამ კითხვებზე პასუხი იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც სწორედ ისინი განსაზღვრავენ უახლოეს პერიოდში დოლარის კურსებს სხვა ვალუტებთან.
ბლუმბერგმა ამ საკითხზე გამოკვლევა ჩაატარა, რომლის შესაბამისადაც, ამ თანამდებობის დაკავების ყველაზე მეტი შანსი, FRS-ის ვიცე-თავმჯდომარე ჯანეტ იელენს აქვს. თუმცა, როგორც ბლუმბერგი გვიამბობს, პრეზიდენტ ბარაკ ობამას, კანდიდატთა საკმაოდ გრძელი სია აქვს, რომელშიც არაერთი სოლიდური ფინანსისტია მოხსენიებული. მათ შორის, ხაზინის ორი ყოფილი მდივნის - ლარი სამერსი და ტიმ გეიტნერის, გვარიც შედის. მათ გარდა, სიაშია FRS-ის ყოფილი ვიცე-თავმჯდომარე დონალდ კონი. არც ისაა გამორიცხული, რომ ისრაელის ბანკის მმართველი სტენლი ფიშერი გადაიბირონ - მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს, რაც FRS-ის ხელმძღვანელობის უფლებას აძლევს.
ქალბატონი იელენი ძალიან გამოცდილი ფინანსისტია, მაგრამ მის მნიშვნელოვან უარყოფით თვისებად ასახელებენ იმ ფაქტს, რომ ის ეგრეთ წოდებული „მტრედების“ (რბილი ფინანსური პოლიტიკის მომხრე) კასტას მიეკუთვნება. უნდა ითქვას, რომ დაბალი საპროცენტო განაკვეთების პერიოდი ძალიან გაიწელა. ქვეყნის ეკონომიკა თანდათან კრეფს ტემპს, რის გამოც, ახლახანს ბერნანკემ განაცხადა, რომ შესაძლოა, მალე რაოდენობრივი ფონის განმუხტვის მესამე ეტაპის (QE3) მოცულობის შემცირება შესაძლებელი გახდეს. თუ ასე მოხდა, ეს იქნება რეგულატორის მიერ „ჭანჭიკების მოჭერის“ პროცესის დასაწყისი. ამ ფონზე, ობამა ალბათ არჩევანს „ქორზე“ გააკეთებს.
ეს გარემოება, ფავორიტად სამერსს წარმოადგენს. მართალია, ახლახანს სამერსმა სირიის პრობლემის მოგვარების საშუამავლო მისია წარუმატებლად დაასრულა, მაგრამ დიპლომატიაში მარცხი, ფინანსების ფრონტზე მის ავტორიტეტს ვერ შეარყევს. სხვათა შორის, სამერსს ერთდროულად, „ქორების“ კასტასაც მიაკუთვნებენ და „მტრედებისასაც“. ანუ, მას შუალედური პოზიცია უკავია, რაც საჭიროების შემთხვევაში, მეტ მოქნილობას მიანიჭებს. ამიტომ, ის ისეთ მონეტარულ პოლიტიკას გაატარებს, როგორიც მიმდინარე სიტუაციაში უფრო მისაღები იქნება. სამერსის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დადებითი თვისება, მისი გამორჩეული კომუნიკაბელურობაა. ეს კი FRS-ის ხელმძღვანელის პოსტზე აუცილებელია.
მას შემდეგ, რაც ობამა ბერნანკეს შემცვლელის ვინაობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას მიიღებს, მისი კანდიდატი კონგრესის დასამტკიცებელი იქნება. ერთადერთი გარემოება, რამაც სამერსის არჩევას შეიძლება ხელი შეუშალოს, მის მიერ დაახლოებით ათი წლის წინ გაკეთებული განცხადებაა, როდესაც ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტი იყო. მაშინ მან ოფიციალურად გამოთქვა ეჭვი, რომ ქალები მათემატიკაში სუსტები არიან. სხვათა შორის, ამის გამო, მაშინ თანამდებობის დატოვებამ მოუწია. მაგრამ მისი კარიერა ამ ლაფსუსს იოლად გადასწონის.

***
რამდენადაც ამერიკელები დღეს ისვენებენ, სავალუტო ბაზრის ევრო/დოლარის წყვილში რაიმე მნიშვნელოვანი მოძრაობა მოსალოდნელი არაა. ჯერჯერობით ძალაშია დათვების უპირატესობა. სამშაბათს მოსალოდნელია გერმანიის შრომის ბირჟის მონაცემების და ესპანეთის 10-წლიანი ობლიგაციების აუქციონის შედეგების გამოქვეყნება. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც სამხრეთ ევროპის ქვეყნებში რეცესია და უმუშევრობის მაჩვენებელი იზრდება. შესაბამისად, თუ ინვესტორები ობლიგაციებში მისაღები მოგების გაზრდას ეცდებიან, ევრო/დოლარის „დათვები“ გააქტიურების შესანიშნავ საბაბს მიიღებენ.

იაპონური სანთლების ანალიზი
EUR/USD, H4
ევრო/დოლარის ოთხსაათიან გრაფიკზე, მიმდინარე ფასთან მდებარე უახლოესი ფანჯარა წინააღმდეგობას წარმოადგენს. სამი მეთოდის კომბინაცია, ასევე 3-ზოლიანი გარღვევის გრაფიკი და ჰეიკენ აშის სანთლები და ჰარამი, აღმავალ მიმართულებაზე მიუთითებს.

EUR/USD, H1
ევრო/დოლარის საათიან გრაფიკზე, გვერდითა მოძრაობაა. ხარების სამი მეთოდის კომბინაცია, 3-ზოლიანი გარღვევის გრაფიკი და ჰეიკენ აშის სანთლები, აღმავალ მიმართულებას აჩვენებენ.

ფიბონაჩის ანალიზი
EUR/USD, H4
ევრო/დოლარი კორექტირებას განაგრძობს. კვირის დასაწყისში მოსალოდნელია ფასის ბოლო კლების დონის 61.8%-მდე ზრდა. თუ ფასი ამ ნიშნულიდან აირეკლება, მაშინ ფასის დაცემა გაგრძელდება და მიზანი 1.2650 იქნება.

EUR/USD, H1
საათიან გრაფიკზე, ბაზარი ლოკალურ კორექციაშია. ორშაბათს მოსალოდნელია ფასის ლოკალური აღმასვლა. ფიბო-ზონების გათვალისწინებით შეიძლება ვარაუდი, რომ კორექცია დაახლოებით ოთხშაბათს უნდა დასრულდეს.

ტალღური ანალიზი
EUR/USD, დღიური
შესაძლოა, წყვილი მალე დაასრულებს დაღმავალ ზიგზაგს A-B-C of (2).

EUR/USD, H4
არაა გამორიცხული, რომ წყვილი ამთავრებს თითქმის ტალღა (2)-ის C-ს ჰორიზონტალურ კორექციას [iv] (მეოთხე ტალღა) და იწყებს (2)-ის C-ს [v], ანუ მეხუთე ტალღას.

EUR/USD, H1
შეიძლება ჩაითვალოს, რომ სამმაგი სამის სახით, ჰორიზნატალური კორექციის C-ს [iv] ტალღა დასრულებულია. ამ შემთხვევაში, ფასი დაღმავალ იმპულს C-ს დასრულებაა მოსალოდნელი.

No comments:

Post a Comment