Saturday, May 4, 2013

მზის კუნძულები ელექტროენერგიის მისაღებად


შვეიცარიულმა კომპანია „ვიტეოსმა“, რომელიც ენერგეტიკულ პროექტებზეა სპეციალიზებული, საზოგადოებას ახალი პროექტი გააცნო. ამ პროექტის შესაბამისად, კომპანია „ნოლარისთან“ ერთად, „ვიტეოსი“ შვეიცარიაში არსებულ ტბა ნეოშატელზე სამ მოტივტივე ენერგობლოკს ააგებს, რომლებიც მზის ელემენტების დახმარებით, მზის სხივების ენერგიას ელექტროენერგად გარდაქმნის. თითოეული ბლოკის დიამეტრი 25 მეტრი იქნება და ყოველ მათგანზე ფოტოელემენტების 100 ცალი პანელი განლაგდება.

„ვიტეოსი“ აცხადებს, რომ ენერგეტიკული კუნძულები ჯერ მხოლოდ ექსპერიმენტია და პროექტის მიზანი არაა ფინანსურად ეფექტური დანადგარის ამოქმედება. კომპანიის ტექნიკურ დირექტორ ფილიპ ბურის განცხადებით, ექსპერიმენტის დროს, დანადგარის სტრუქტურაზე კოროზიულ პროცესებს, წყლის, ქარის და ტალღების ზემოქმედებას შეისწავლიან.
რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში, ასეთი დანადგარის ენერგოეფექტურობის შესწავლაც განხორციელდება. მაქსიმალურად შესაძლებელი ენერგიის გამომუშავების მიზნით, კუნძულებს ვერტიკალური ღერძის გარშემო, 220 გრადუსით მოტრიალების შესაძლებლობა ექნება. კუნძულის საფუძველი მსუბუქი, გასაბერი კონსტრუქცია იქნება. ამით შესაძლებელი გახდება დანადგარის ღირებულების შემცირება. ამასთან, მისი აგებაც გაადვილდება. სამი კუნძული ტბის იმ ნაწილში განთავსდება, რომელიც მოტორიანი ნავებისთვის დახურულია.
„ვიტეოსი“ აცხადებს, რომ ენერგეტიკული კუნძულების ყოველმხრივი ტესტირების პროცესი 25 წელს გასტანს.

No comments:

Post a Comment