Wednesday, May 29, 2013

საინტერესო ფაქტები ფულზე...


29 მაისი
- მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბრუნვაში არსებული დოლარის კუპიურების ჯამური მოცულობა 829 მილიარდს შეადგენს;
- მსოფლიოს უძველესი ბანკია იტალიური „ბანკა მონტედეი პასკიდი სიენა“, რომელიც 1472 წელს დაარსდა;
- ასდოლარიანი კუპიურის ვარგისიანობის საშალო ასაკი 89 თვეა;
- დოლარის ყველაზე მსხვილი კუპიურა 1934 წელს გამოუშვეს. მისი ნომინალი 100 000 დოლარს შეადგენდა და რა თქმა უნდა, მას მხოლოდ საბანკო ოპერაციებისას იყეენბდნენ;
- დოლარის ყოველი ბანკნოტი, 4 000 ორმაგ გადაკეცვაზეა გათვლილი.
- მილიონი დოლარი 100-დოლარიანი კუპიურებით, 10 კილოგრამს იწონის, ერთცენტიანი მონეტებით კი - 246 ტონას;
- ჩვენი პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი, დღეში 2 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს, დაახლოებით 1.2 მილიარდი ადამიანი კი - დოლარზე ნაკლებს;
- ქაღალდისგან პირველი კუპიურები ჩინეთში დაუმზადებიათ;
- „ფორბსის“ მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების საშუალო ასაკმა 60 წელს მიაღწია;
- 1865 წელს, ბრუნვაში არსებული ამერიკული ვალუტის დაახლოებით მესამედი ყალბი იყო;
- მე-18 საუკუნემდე, შვედეთში სპილენძის ფულს იყენებდნენ, რომელთა წონაც ოც კილოგრამს აღწევდა;
- აშშ-ში პირველი კრედიტი 1937 წელს გაიცა, 1939 წელს კი პირველი ბანკომატიც გამოჩნდა;
- მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მონეტა ძველბერძნული დეკადრაჰმაა, რომელიც ციურიხში, აუქციონზე 314 000 დოლარად გაიყიდა.

No comments:

Post a Comment