Monday, May 5, 2014

ახალი ელემენტი ტყვიაზე 40 პროცენტით მძიმეა

New element is 40 percent heavier than lead
4 მაისი
ქიმიური ელემენტების პერიოდულობის ცხრილი შესაძლოა მალე ახალი, ზემძიმე ელემენტით შეივსოს, რომელიც ამჟამად „ელემენტ 117-ის“ სახელითაა ცნობილი. ეს ელემენტი ლაბორატორიულადაა შექმნილი და მისი ატომი 117 პროტონისგან შედგება. ეს ერთ-ერთი უმძიმესი ელემენტია ცხრილში შემავალ ელემენტებს შორის და ტყვიის ატომზე 40 პროცენტით მეტს იწონის.
მეცნიერებმა ამ ელემენტის არსებობა პირველად რამდენიმე წლის წინათ ივარაუდეს, თუმცა მაშინ თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირმა ის ოფიციალურად არ დაამტკიცა. ეს ორგანზაცია პერიოდულობის ცხრილში ახალი ელემენტების შეტანას კურირებს, რომელიც ახალი ელემენტის ოფიცალურად დამტკიცებისთვის, მის შექმნა და დამოუკიდბელი შემოწმების მიერ დადასტურებას მოთხოვს.
მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელშიც წამყვან როლს გერმანელი მეცნიერები (GSI ჰელმჰოლცის მძიმე იონების კვლევის ცენტრი) ასრულებდნენ, ახალი ელემენტის ოთხი ატომი დაამზადეს და მათი არსებობა დაადასტურეს. ახალმა ატომმა მხოლოდ წამის მეათედი იარსება და დაიშალა. თუმცა, ამის მიუხედავად, ის უკვე ოფიციალურად დაფიქსირებულია.
„ელემენტ 117-ის შემუშავება ზუსტად იმ ზღვარის სიახლოვეს მოხდა, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს. სწორედ ამიტომაა ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანი, იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ რამდენიმე ასეთი ატომის შექმნა მოხერხდა“, - ამბობს ავსტრალიის ბირთვული ფიზიკის დეპარტამენტის მძიმე იონების ამაჩქარებელი ლაბორატორიის დირექტორი, პროფესორი დევიდ ჰინდი.
ზემძიმე ელემენტები, როგორიცაა 117, ბუნებრივად არ არსებობენ. მათი ძალიან მცირე ხნით შექმნის შანსებიც კი მინიმალურია. ამის მიზეზი ისაა, რომ მათ შესაქმნელად, მეცნიერები უფრო მცირე ატომების ბირთვებს იყენებენ, რომელთა კომბინირებითაც, ბირთვში უფრო დიდი რაოდენობით პროტონს უყრიან თავს.
იმისათვის, რომ ელემენტი 117 შეექმნათ, GSI ლაბორატორიაში კალციუმის უიშვიათესი იზოტოპი ბერკელიუმ-249 გამოიყენეს. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ოთხი ატომის დაფიქსირება საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ის ოფიციალურად შევიდეს პერიოდულობის ცხრილში.
მართალია, ახალ ელემენტს სახელი ჯერ არ აქვს, თუმცა მისი ავტორები ჯერ მისი არსებობის დასტურს ელიან და სახელზეც უკვე ზრუნავენ. ამასთან, ჰინდი უკვე იმაზე ფიქრობს, თუ რა გზით იქნბა შესაძლებელი მორიგი ახალი ელემენტების - 119-ის და 120-ის შემუშავება.

No comments:

Post a Comment