Monday, May 26, 2014

„ტოშიბა“ სურსათის წარმოებას აფართოებს

Toshiba expands to food production with indoor vegetable factory
26 მაისი
ელექტრონკის მწარმოებელმა იაპონურმა კომპანია „ტოშიბამ“, ქვეყნის სასურსათო ბაზარზე სოლიდური წილის დაუფლება გადაწყვიტა. ამასთან დაკავშირებით, კომპანიამ შეიმუშავა პროექტი, რომელიც ქალაქ იოკოსუკას მახლობლად, ბოსტნეულის მწარმოებელი ქარხნის აშენებას ითვალისწინებს. ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისთვის, ქარხანაში მუდმივად გაკონტროლდება ჰაერი და განათების სისტემა, რათა მოხერხდეს მცენარეების ჭერქვეშ ზრდისთვის საჭირო პირობების ოპტიმიზაცია. „ტოშიბა“ იმედოვნებს, რომ წლიურად ქარხანაში წარმოებული მწვანილეული, 300 მილიონი იენის (დაახლოებით 3 მილიონი დოლარის) მოგებას მოუტანს.
კომპანიას ქარხნის მშენებლობა უკვე დაწყებული აქვს. იქ სალათის ფოთლის, სხვადასხვა მწვანილეულის, ისპანახის და სხვა ბოსტნეული კულტურების მოყვანა იგეგმება. პირველ პროდუქციას ქარხანა უკვე ივლისში გამოუშვებს. ქარხანაში მცენარეების ზრდა-განვითარებისთვის საჭირო განათებას ფლუორესცენტული სისტემები უზრუნველყოფს. გარდა ამისა, კონდცირების სისტემის დახმარებით, შესაძლებელი იქნება მუდმივი ტემპერატურის და ტენიანობის შენარჩუნება.
„ტოშიბას“ ქარხანა გარე ჰაერისგან იზოლირებული იქნება, რაც მის შიგნით სტერილურთან მიახლოებულ გარემოს შექმნის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საჭირო არ იქნება პესტიციდების გამოყენება. ანასთან, შესაძლებელი იქნება პროდუქციის დიდი ხნით შენახვა. იაპონური კომპანია იმედოვნებს, რომ მოწეულ მოსავალს, რომლებიც მდიდარი იქნება პოლიფენოლებითა და C ვიტამინით, რესტორნებსა და სუპერმარკეტებში გაჰყიდის.
უნდა ითქვას, რომ იაპონიაში ბევრი მსგავსი ტიპის საწარმო მუშაობს. ქვეყანა სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე ძლიერაა დამოკიდებული. ამ საწარმოებში, მცენარეებისთვის საჭირო გარემოს ხელოვნურად შენარჩუნებით, მიწის მცირე ფართობზე, მცირე ენერგიისა და სასუქების გამოყენებით, დიდი რაოდენობით ბოსტნეულის მოყვანაა შესაძლებელი, რაც მზარდი ურბანული დასახლებების საკვებით უზრუნველყოფის და იმპორტის შემცირების საშუალებას იძლევა.

No comments:

Post a Comment