Wednesday, May 21, 2014

„თაჩ ბიონიკსმა“ ხელის ძალიან მგრძნობიარე პროთეზი შეიმუშავა

Touch Bionics updates i-limb Ultra Revolution prosthetic hand
21 მაისი
კომპანია „თაჩ ბიონიკსმა“ ხელის მტევნის პროთეზის ახალი ვერსია - „i-ლიმბ ულტრა რევოლუშნ“ შეიმუშავა, რომელიც საჭიროების შესაბამისად, ანდროიდის დახმარებით იცვლის მახასიათებლებს და რომლითაც წინა მოდიფიკაციებთან შედარებით,  გაცილებით მეტი ფუნქციის შესრულება შეიძლება. მწარმოებელი თავის ქმნილებას, „არსებულ პროთეზებს შორის, ყველაზე თანამედროვე და უნივერსალურ პროთეზად“ მოიხსენიებს და დასძენს, რომ „i-ლიმბ ულტრა რევოლუშნი“ უფრო მოსახერხებელიცაა და მისი ჩვეულებრივი ხელივით გამოყენებაც შეიძლება.
„i-ლიმბი“ 2007 წელს შეიქმნა. ეს იყო მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილი, კომერციულად ხელმისაწვდომი ბიონიკური ხელი, რომელიც შარშან დაიხვეწა და ბაზარზე „i-ლიმბ ულტრა რევოლუშნის“ სახელით გამოვიდა. მისი ერთ-ერთი პირველი მომხმარებელია სოციალური ფსიქოლოგი, დოქტორი ბერტოლდ მეიერი, ვისაც ხელოვნურ კიდურებზე, ორგანოებზე და სისხლზე, სპეციალური, ძალიან პოპულარული ტელეგადაცემა მიჰყავს.
„ულტრა რევოლუშნი“ მომხმარებელს ხელის თითების მოჭერის სხვადასხვა რეჟიმის არჩევის საშუალებას აძლევს. ეს ის რეჟიმებია, რომლებსაც ადამიანი ყველაზე ხშირად იყენებს. მოდიფიკაციის მიზანი ის იყო, რომ საგნების თვისებათა შესაბამისად, პროთეზის მოჭერის ხარისხიც ცვალებადი ყოფილიყო. ამგვარად, მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება როგორც ტელეფონზე ნომრის აკრეფა, ასევე ჭიქით წყლის დალევა, წიგნის გადაფურცვლა და წერაც კი.
„თაჩ ბიონიკსმა“ შეიმუშავა ბლუთუთ-ით მართვადი მოწყობილობები „გრიპ ჩიპს“, რომელთა მეშვეობითაც, სპეციფიკური მანიპულაციის შესრულების წინ, პროთეზის მფლობელი მას წინასწარ მოამზადებს, რისთვისაც ანდროიდით მარტივი მოქმედების შესრულება მოუწევს. მათ შორის ისეთი პროგრამაცაა, რომელიც პროთეზის ყოველდღიურ საქმიანობაში, რეჟიმის შეუცვლელად გამოყენების საშუალებას იძლევა. აპლიკაციების მორიგი განახლების შემდეგ, მომხმარებელს სულ ჩაჭიდების 36 ვარიანტის გამოყენების საშუალება მიეცემა. დაბოლოს, სილიკონური კანით დაფარული პროთეზი იმდენად მგრძნობიარე გახდა, რომ მისით სენსორულ ეკრანზე მანიპულაციების შესრულებაც კი შესაძლებელი გახდა.

No comments:

Post a Comment