Wednesday, May 7, 2014

ბაქტერია, რომელიც სუფთა ოქროს აწარმოებს

Researchers Discover Bacteria That Produces Pure Gold
7 მაისი
შუა საუკუნეებში ამ კვლევის ავტორებს კოცონზე დაწვა არ ასცდებოდათ. მაგრამ ახლა სხვა დროა და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც არაფრის შიში არ ჰქონდათ, როდესაც ერთ უცნაურ ბაქტერიაზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ. ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების დროს, ბაქტერიამ, რომელიც ძალიან ტოქსიკურ გარემოს უძლებს, საერთო ჯამში, 24 კარატი სუფთა ოქროს მარცვალი შექმნა.

ექსპერიმენტები უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიისა და მოლეკულური გენეტიკის პროფესორ-ასისტენტმა კაზემ კაშეფიმ და ელექტრონიკისა და ინტერმედიის ასოცირებულმა პროფესორმა ედამ ბრაუნმა ჩაატარეს. იმ საოცარ ბაქტერიას კი, რომელზეც ზემოთ იყო საუბარი, კუპრიავიდუს მეტალიდურანსი ჰქვია. მან ძვირფასი მეტალი ოქროს ქლორიდის გარემოში გამოიმუშავა. ეს არის ძალიან ტოქსიკური, თხევადი ნივთიერება. გამომუშავებული ოქროს ხარისხი კი 99.9 პროცენტია.
როგორც კაშეფი ამბობს, მან და მისმა კოლეგებმა „მიკრობული ალქიმია“ გამოიყენეს. ამასთან, ნედლეულია მასალა, რომელსაც გამოყენებითი ღირებულება არ აქვს. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ოქროს ქლორიდი არც უფასოდ მოიპოვება. და მაინც, ის ოქროზე გაცილებით იაფია. ექსპერიმენტებისთვის, მკვლევარებმა მცირე ლაბორატორია შექმნეს, რომელსაც „მეტალის მოყვარულის დიდი სამუშაო“ უწოდეს.
რაც შეეხება ბაქტერია კუპრიავიდუს მეტალიდურანსს, ეს არის ძალიან გამძლე ორგანიზმი, 25-ჯერ უფრო გამძლე, ვიდრე ადრე იყო მიჩნეული. ლაბორატორიული ექსპერიმენტების დროს, მას სწორედ ოქროს ქლორიდით კვებავდნენ. ერთი კვირის შემდეგ, ბაქტერიამ საქმე გააკეთა - ტოქსიკური „საკვები“ ძვირფას მეტალად გადაამუშავა. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ბუნებაში მსგავსი პროცესები მუდმივად მიმდინარეობს...

No comments:

Post a Comment