Thursday, April 24, 2014

„ასიმო“ ობამას მიესალმა და ბურთი გაუგორა

President Obama Meets and Plays Soccer with Honda's ASIMO Robot!
24 აპრილი
ახლახანს „ჰონდამ“ მსოფლიოს თავის ჰუმანოიდურ რობოტ „ასიმოს“ უახლესი ვერსია გააცნო, რომელიც კიდევ უფრო „ჰუმანური“ გახდა - დაუახლოვდა ადამიანს. რობოტი პოპულარულ ამერიკულ ტელეშოუ „ლაივ ვით კელი ენდ მაიკლში“ წარსდგა, სადაც თავის ახალ თვისებათა კორიანტელი დააყენა.

გავიდა რამდენიმე დღე და რობოტი უკვე იაპონაიაში, ტოკიოს მომავლის მეცნიერების და ინოვაციების მუზეუმ „მირაიკანში“, იაპონიაში ვიზიტად მყოფ ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდა. ამ საოცარი რობოტისგან ლაპარაკი აღარავის უკვირს. კითხვა-პასუხიც ორიგინალური იყო, თუმცა „ასიმოს“ ჯერ ლოგიკური აზროვნება არ შეუძლია. სამაგიეროდ, საუბრისას ის აქტიურად იყენებს ჟესტიკულაციას, რითაც თავისი მოძრაობის უნარს ავლნს.
ASIMO- ედვანსდ სტეპ ინ ინოვეიტივ მობაილიტი, ანუ მოწინავე ნაბიჯი ინოვაციურ მობილურობაში, ასე მიესალმა პრეზიდენტ ობამას: „ბატონო პრეზიდენტო, მე ვარ ასიმო, ჰუმანოიდი რობოტი. ჩემთვის სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა“.

და ეს ყველაფერი არაა. ასიმომ ზემოთ ნახსენებ შოუში მონაწილეობისას, თავისი უნარები მთლიანად არ გამოვლინა, ცოტა სიახლე ობამასთან შეხვედრისთვის გადაინახა. ჯერ ასკინკილაზე იხტუნავა, მერე გაირბინ-გამოირბინა. ბოლოს კი პრეზიდენტს ბურთიც დაურტყა. ობამასთან საუბრისას, ასიმომ განაცხადა: „მე ყოველდღიურად ვვარჯიშობ, რათა როდესმე ადამიანებს მათსავე სახლში დავეხმარო“.


No comments:

Post a Comment