Wednesday, April 16, 2014

„ჰონდამ“ რობოტი „ასიმო“ განაახლა


Honda's Updated ASIMO Robot Can Run Faster, Has Improved Hand Dexterity
16 აპრილი

უკვე რამდენიმე წელია, „ჰონდა“ ჰუმანოიდურ რობოტ „ასიმოზე“ მუშაობს. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რობოტი, რომლის სახელიც შემდეგნაირად იშიფრება: ASIMO- ედვანსდ სტეპ ინ ინოვეიტივ მობაილიტი, ანუ მოწინავე ნაბიჯი ინოვაციურ მობილურობაში. იაპონური საავტომობილო კომპანია თავისი რობოტის მორიგ, გაუმჯობესებულ ვერსიას, შეერთებული შტატების საზოგადოებას, სატელევიზიო თოქ შოუ „ლაივ ვით კელი ენდ მაიკლში“ წარუდგენს. გადაცემის მასპინძლებს, კელი რიპას და მაიკლ სტრეჰენს, ასიმო თავის ახალ თვისებებს უჩვენებს.

გადაცემაში რობოტის მონაწილეობის მიზანი, მისი ახალიშესაძლებლობების დემონსტრირებაა. მაგალითად, წამყვანები მის ხელმარჯვეობაში დარწმუნდებიან. კერძოდ, რობოტს ჟესტების ენაზე საუბარი შეუძლია. ამასთან, „ასიმო“ ადრინდელზე სწრაფად დადის, კიბეზე გაწონასწორებულად ადის, ხტება, ერთ ფეხზე წონასწორობას ინარჩუნებს და სიარულიდან სირბილზე ადვილად გადადის. და ესეც არაა ყველაფერი - როგორც „ჰონდა“ ამბობს, „ასიმოს“ სხვა ბევრი ახალი თვისებაც გააჩნია.
„ასიმოს“ ახალი ვერსიის სიმაღლე 130 სანტიმეტრია და ის 50 კილოგრამს იწონის. მისი დამზადებისას გამოყენებულია მაგნიუმის შენადნობი, ალუმინი, პლასტიკი და სხვა მსუბუქი მასალები. სამოძრაო ენერგიას რობოტს ლითიუმ იონური ელემენტები ანიჭებს, რომელთა სამუშაო დროც დაახლოებით 40 წუთია.
„ასიმო იმისთვის შეიქმნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს დაეხმაროს. „ჰონდა“ დარწმუნებულია, რომ მოდერნიზების წყალობით, რობოტი უფრო მიუახლოვდა მთავარ მიზანს - დაეხმაროს ადამიანებს“, - ამბობს „ჰონდას“ კვლევისა და განვითარების მთავარი ინჟინერი სატოში შიგემი, ვინც ჰუმანოიდური რობოტების შემუშავების და სრულყოფის პროცესს კურირებს.

No comments:

Post a Comment