Sunday, March 2, 2014

ჟანგბადის ორანჟერეები პეკინისთვის

Orproject proposes huge sealed Bubble of clean air for Beijing
27 თებერვალი
შანჰაის სოციალური მეცნიერების აკადემიის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ჩინეთის დედაქალაქში იმდენად ცუდი ჰაერია, რომ იქ ადამიანის ცხოვრება თითქმის შეუძლებელია. მთავრობა ყველანაირად ცდილობს სავალალო სიტუაციის გამოსწორებას, რისთვისაც მილიარდობით იუანს ხარჯავს და ისეთ კანონებს ამკვიდრებს, რომ ხელი შეუწყოს ჰაერში გამონაბოლქვის შემცირებას. მაგრამ სმოგის მოცულობა მაინც არნახულ მასშტაბებს აღწევს.

ასეთ სიტუაციაში, მთავრობას ორიგინალური გამოსავალი შესთავაზა საარქიტექტორო კომპანია „ორპროჯექტმა“, რომლის პროექტიც, უზარმაზარი გადახურული ხელოვნური ოაზისების აშენებას ითვალისწინებს. ასეთ ოაზისებს გამჭვირვალე გუმბათებით დახურავენ, მათ ქვეშ კი სუფთა ჰაერი დაგროვდება. ამ უცნაური ფორმის ნაგებობათა ქვეშ, პარკები და ბოტანიკური ბაღი მოთავსდება. რაც მთავარია, ხელოვნურ პარკებში მკაცრად გაკონტროლდება ჰაერში ნახშირორჟანგის შემცველობა, ტემპერატურა და ტენიანობა.
გარდა ამისა, პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის სუფთა ჰაერით უზრუნველსაყოფად, ხელოვნური ოაზისის საცხოვრებელ უბნებთან კავშირსაც ითვალისწინებს. ამგვარად, საცხოვრებელი კვარტლების ჰაერის სისუფთავის კონტროლი იქნება შესაძლებელი. ამავე არეალში შევა აპარტამენტები, ოფისების ბლოკი, სავაჭრო ბლოკი, აუცილებლად სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებები და სხვა.
„ორპროჯექტი“ თავისი პროექტის განმარტებაში წერს, რომ დახურული ოაზისების მსუბუქი და გამჭვირვალე სტრუქტურა იმ ალგორითმითაა შემუშავებული, რომ იმეორებს ფოთლების და პეპლის ფრთების ვენების აგებულებას. რაც შეეხება ჰაერის გაგრილებას, ან შეთბობას, ის ხმელეთზე არსებული თბოგამცვლელი დანადგარით მოხდება. რა თქმა უნდა, ნაგებობას თავისი ქმედუნარიანობის შესანარჩუნებლად, ელექტრული ენერგია დასჭირდება, რასაც გადახურვის სისტემაში ჩამონტაჟებული მზის გამჭვირვალე ელემენტები გამოიმუშავებს.
„ორპროჯექტის“ ინფორმაციით, გადახურვისთვის გამოიყენებენ ეთილენ ტეტრაფლუოროეთილენის (ETFE) აპკებს. ეს არის გამჭვირვალე, მსუბუქი და მტკიცე მასალა და საუკეთესოდ მიესადაგება ხელოვნურ ოაზისს. ამ მასალას უკვე იყენებენ ბრიტანეთში, პროექტ „ედენში“.

No comments:

Post a Comment