Sunday, November 23, 2014

ფორექსის სიგნალები euro/dollar-ის წყვილზე

(11/11/2014)
EUR/USD-ის ვაჭრობა ერთსაათიან ჩარტზე დაღმავალი ტრენდით მიმდინარეობს. მასზე ჩანს, რომ ამ ჩარტზე წყვილის ფასი 55-იანი მოძრავი საშუალოს ქვემოთაა (1.2437 დონეზე), რაც იმას ნიშნავს, რომ ახლო მომავალში ფასები უფრო შემცირდება.

გრძელი პოზიციის გასახსნელ სიგნალად გამოდგება სიტუაცია, როცა ფასი 1.2460 წინააღმდეგობასთან რამდენიმე საათით უნდა გაჩერდეს. ამ შემთხვევაში წინააღმდეგობის ზღვარი 1.2505 გახდბა, მისი გარღვევის შემთხვევაში, 1.2533-ზე გადაინაცვლებს. ამ სტრატეგიისთვის სტოპ-ლოსი 1.2410-ზე უნდა განლაგდეს.
მოკლე პოზიციის გასახსნელ სიგნალად გამოდგება 1.2406 მხარდაჭერის დონის გარღვევა, რის შემდეგაც მხარდაჭერის შემდეგი დონე 1.2370 გახდება, მისი გარღვევის შემთხვევაში კი 1.2357-41-ზე ჩამოინაცვლებს. ამ შემთხვევაში, სტოპ-ლოსი 1.2465-ზე უნდა განლაგდეს.
იმის გათვალისწინებით, რომ მოძრავი საშუალო და საფასო საზღვრები დროთა განმავლობაში, ტრენდის მიმართულებით იცვლება, ერთსაათიანი გრაფიკით, მათი განლაგების კორექტირებაა საჭირო. ასევე რეკომენდებულია პოზიციების საათობრივი შედეგების შესაბამისად გახსნა, რათა მცდარმა გარღვევებმა შეცდომა არ დაგვაშვებინოს.
ძლიერი მოძრაობის და ტექნიკური ფიგურის გარღვევის შემთხვევაში, რეკომენდებულია კორექციის დალოდება. ის დონე, რომელიც წინააღმდეგობა იყო, ძლიერი მხარდაჭერა გახდება და სწორედ მის სიახლოვეს სჯობს გარღვევის მიმართულებით პოზიციის გახსნა.
შიდადღიური ვაჭრობა ძალიან მომგებიანი შეიძლება იყოს, თუ სწორად შეარჩევთ სავაჭრო სტრატეგიას. ძალიან მნიშვნელოვანია ბაზარზე შესვლა. ფორექსზე ვაჭრობისას, მასზე წარმატების 70%-ია დამოკიდებული. ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტს, რომ სიგნალების (სტრატეგიების) უმეტესობა პრაქტიკულად დაუყოვნებლივ იწყებს მუშაობას (გახსნილი პოზიციის მიმართულებით).
ამიტომ, თუ სიგნალი ზევით მიდის, მაშინ გრძელ პოზიციას ვხსნით და პირიქით. რეკომენდებულია რამდენიმე სავალუტო წყვილზე ვაჭრობა, რაც რისკებს შეამცირებს და „მოკლე“ სავალუტო პორტფელს ჩამოაყალიბებს.
ღია პოზიციები უნდა უნდა განისაზღვროს ზემოთ ნახსენები მხარდაჭერის და წინააღმდეგობის გარღვევის შემდეგ, ოღონდ საათობრივ საფუძველზე. კერძოდ, თუ ადრე გახსნილი სანთელი დაიხურა მითითებული ზღვრებიდან რომელიმეზე თუნდაც ერთი პუნქტით იქით, მაშინ შესაძლებელია გარღვევის მიმართულებით პოზიციის გახსნა.
იმ შემთხვევაში, თუ თუ საათობრივ საფუძველზე, ფასები 15 პუნქტით ან მეტით შეიცვალა, რეკომენდებულია გადადებული ორდერის გახსნა. მაგალითად, სიგნალის გაჩენის შემდეგ, ფასი 15 და მეტი პუნქტით გაიზარდა, მაშინ გადადებული ყიდვის პოზიცია უნდა დადგეს მხარდაჭერის დონიდან 5-15 პუნქტით მაღლა.
ამ შიდადღიური სტრატეგიის უპირატესობა ისიცაა, რომ იყენებთ მოძრავ (მცოცავ) საშუალოს (55 პერიოდთ). თუ ფასი საშუალო მოძრავის დონეს გაარღვევს, ეს პოზიციის გახსნის ძლიერი სიგნალია. საჭიროა სტოპების სწორი განლაგება, რათა პოტენციური დანაკარგები მინიმალური იყოს.

ფასი ყოველთვის ვერ აღწევს მოგების მომტან დონეს. არსებობს ბევრი მიზეზი, რომელთა გამოც რეკომენდებულია „20 პუნქტის“ აღება და შემდეგ, თუ მოგება გაზრდას გააგრძელებს, სტოპი საფეხურებრივად უნდა გადავიყვანოთ წაუგებელ დონეზე.

No comments:

Post a Comment