Tuesday, November 11, 2014

მატლისებრი რობოტები ტვინის კიბოს წინააღმდეგ

Robo-Maggots Will Munch Through Brain Tumors
11 ნოემბერი
მატლი ადამიანში ზიზღს აღძრავს, მაგრამ თურმე ამ არსებასაც შეუძლია სიკეთის მოტანა. მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ნეიროქირურგმა ჯერ მარკ სიმარდმა, ტვინის კიბოს მკურნალობის კონცეპცია შეიმუშავა, რომლის შთაგონების წყაროდაც სატელევიზიო შოუ გამოიყენა, რომლის დროსაც, პლასტიკური ქირურგები, მკვდარი ქსოვილების მოსაშორებლად, სწორედ მატლებს იყენებდნენ. სიმარდის კონცეპცია ისეთი მატლისებრი მიკრო რობოტების შექმნას ითვალისწინებს, რომლებიც ტვინში შეღწევას და კიბოს უჯრედების „შეჭმას“ შეძლებენ.
ასეთი რობოტი-მატლები დისტანციურად მართვადი იქნება. ისინი შეაღწევენ ტვინის ისეთ ადგილებში, სადაც ქირურგიული მეთოდებით მანიპულირება შეუძებელია. რობოტს კიბოს ქსოვილის ელექტროშოკით განადგურება და შემდეგ მკვდარი ქსოვილების შეწოვის უნარი ექნება. მისი მართვა მაგნიტორეზონანსული სკანირების პროცესში იქნება შესაძლებელი, როცა ქირურგს ტვინის სიღრმის დათვალიერების საშუალება ეძლევა. ამგვარად, ის შეძლებს ჯანმრთელი და დაავადებული ქსოვილების გარჩევას და რობოტს სწორედ დაავადებული ქსოვილებისკენ მიმართავს.
„არსებობს ბუნებრივი სისტემები, რომლებსაც ცუდის კარგისგან გარჩევა შეუძლია და კარგის ცუდისგან. სხვა სიტყვებით, მატლები გვაშორებენ ყველაფერ ცუდს და ხელუხლებელს ტოვებენ კარგს. ისინი ძალიან პატარები არიან. მე გავიფიქრე, რომ რაღაც ამის მსგავსი თუ გვექნება, რომელიც ტვინის კიბოს მოშორებაში დაგვეხმარება, ეს აბსოლუტური ჰოუმრანი (ტერმინი ბეისბოლიდან, რომელიც აუღებელ მოგერიებულ ბურთს ნიშნავს) იქნება“, - ამბობს სიმარდი.
მატლისებრი მიკრო რობოტების შექმნის გზაზე არსებობს ერთი პრობლემა: მათში შეუძლებელია ელექტრომაგნიტური მიკროძრავის გამოყენება, რადგან მისი ტალღები, ტვინში არსებულ მაგნიტურ ველებზე ზეგავლენას იქონიებს. ამიტომ, რობოტს მექანიკური მართვის სისტემა უნდა ჰქონდეს. ასე კი მისი გაბარიტები გაიზრდება და შესაბამისად, ტვინში შეღწევის უნარი გაუარესდება. მეცნიერები საღვედე ბორბლების (ე.წ. შკივების) და ზამბარების სისტემის (ფოტოზე) გამოყენებას ცდილობენ. ექსპერიმენტებისთვის კი ღორების და ადამიანების გვამებს იყენებენ...

No comments:

Post a Comment