Friday, November 21, 2014

ბოლო თვეში იაპონიიდან ახალი ამბების მძლავრი ნაკადი მოდის

21 ნოემბერი
ყველაფერი 31 ოქტომბერს დაიწყო. როცა იაპონიის სახელმწიფო საპენსიო საინვესტიციო ფონდმა (GPIF), საკუთარი აქტივების სტრუქტურას გადახედა - კერძოდ, საკუთარ პორტფელში, უცხოური აქციების წილი 12%-დან 25%-მდე გაზარდა. იმავე დღეს, იაპონიის ბანკმა რაოდენობრივი შემსუბუქების პროგრამა მოულოდნელად, 60-70 ტრილიონი იენიდან 80 ტრილიონ იენამდე გააფართოვა.
იმავდროულად, ამომავალი მზის ქვეყნიდან სულ უფრო მეტი ახალი ინფორმაცია ვრცელდება. წინა კვირას გამოქვეყნებულმა იაპონიის მშპ-ს ანგარიშმა დამთრგუნველი შთაბეჭდილება მოახდინა. მასში მსოფლიოს მესამე ეკონომიკის ტექნიკურ რეცესიაში გადასვლა აისახა. მთავრობა იძლებული გახდა, ასეთი სტატისტიკის გამო, გაყიდვებზე გადასახადის მორიგი გაზრდა გადაედო. პრემიერ მინისტრ სინძო აბეს ოპონენტები უკვე ალაპარაკდნენ მისი ეკონომიკური პოლიტიკის, რომელსაც ხშირად „აბენომიკად“ მოიხსენიებენ, კრახზე. ამის საპასუხოდ, პრემიერმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, რითაც ოპოზიციას აჩვენებს, რომ იაპონიის მოსახლეობა კვლავაც მის მთავრობას ენდობა და ამით, დეფლაციასთან ბრძოლის გაგრძელების და ეკონომიკის ზრდის ტემპის აჩქარების პროგრამების მანდატს ანიჭებს. ამის ფონზე, იაპონიის ცენტრალური ბანკის ნოემბრის სხდომა, რომელზეც მონეტარული პოლიტიკა უცვლელად დატოვეს, თითქმის შეუმჩნეველი დარჩა.
ამ მოვლენებმა იაპონური იენისთვის სერიოზული დარტყმის ეფექტი იქონია. USD/JPY წყვილზე ზრდის მორიგი ტალღა დაიწყო, საინვესტიციო ბანკებმა კი იაპონური ვალუტის გაცვლით კურსების პროგნოზებს სასწრაფოდ გადახედის ზრდის მიმართულებით. კერძოდ, Goldman Sachs-მა ნოემბრის დასაწყისში, უახლოეს ნახევარ წელიწადზე, საკუთარი პროგნოზი ერთ დოლარზე 112-დან 118 იენამდე გაზარდა. თუმცა, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ასეთი ფრთხილი მნიშვნელოვანი გადახედვაც კი სიფრთხილითაა ნაკარნახები: ერთი თვეც არაა გასული მას შემდეგ, რაც იენის ფასმა 119 დოლარს მიაღწია. მოსალოდნელია, რომ 1 დეკემბრამდე ფასმა 120 დოლარსაც კი მიაღწიოს. არადა, Goldman-ში ელოდნენ, რომ წყვილი ამ ფასს ერთი წლის შემდეგ თუ მიაღწევდა!.. როგორც ჩანს, პროგნოზები მალე ისევ გადასახედი იქნება.
სოციოლოგების პროგნოზით, ვადამდელი არჩევნების შედეგად, მმართველი პარტია არამხოლოდ შეძლებს ხელისუფლებაში დარჩენას, არამედ პარლამენტის ქვედა პალატაში უფრო მეტ ადგილსაც დაიკავებს. ელექტორატის მხარდაჭერის მიღების შემდეგ კი, სინძო აბე ეკონომიკის ზრდის აგრესიული სტიმულირების გაგრძელებაზე კარტ-ბლანშს მიიღებს. ასე რომ, სრლიად შესაძლებელია, იაპონიის ბანკი რაოდენობრივი შემსუბუქების კიდევ ერთ გაფართოებაზე წავიდეს. ამ შემთხვევაში კი USD/JPY წყვილის ფასმა შესაძლოა 125 იენს მომავალ წელს მიაღწიოს და არა 2016 წელს, როგორც ამას Goldman-ში ვარაუდობენ.

No comments:

Post a Comment