Saturday, February 1, 2014

მზის ხიდი ლონდონში


World's largest solar bridge completed in London
1 თებერვალი
ლონდონში დასრულდა ახალი ხიდის მშენებლობა, რომელიც იმითაა გამორჩეული, რომ მთლიანად მზის პანელებითაა დაფარული. „ბლექბრეიერს ბრიჯი“ რკინიგზის სადგურ ბლექბრეიერს მეორე ნაპირთან აკავშირებს. მასზე 4 400 ფოტოვოლტური პანელია განლაგებული. ამ ხიდის დახმარებით, სადგური წლიურად დაახლოებით 511 ტონით შეამცირებს ნახშირორჟანგით ატმოსფეროს დაბინძურებას.

„ბლექბრეიერს ბრიჯის“ მშენებლობა 2009 წელს დაიწყო და სადგურთან ერთად, მუშაობა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების წინ ამოქმედდა. ოლიმპიადის შემდეგ კი მისი მზის ელემენტებით დაფარვა დაიწყეს. ხიდის გარდა, მოდრნზაცია სადგურ ბლექბრეიერსაც უტარდება, რომელსაც ოთხი ახალი პლატფორმა და მიწისქვეშა სეგმენტიც ექნება. სამუშაოები პროგრამა „თემზლინკის“ ფარგლებში ტარდება, რომლის ღირებულებაც 6.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგია. ცნობისათვის, ეს პროგრამა, ლონდონის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს შორის სარკინგზო მიმოსვლის (რომელიც ევროპაში ყველაზე მეტად დატვირთული ხაზია) გამტარუნარიანობის გაზრდას ისახავს მიზნად.

ხიდზე „პანასონიკის“ წარმოების 250 Wp პანელები გამოიყენეს. ამიერიდან, „ბლექბრეიერს ბრიჯი“ მზის პანელებით დაფარული უდიდესი ხიდია. საერთო ჯამში, მასზე 6 000 კვადრატული მეტრი მზის პანელებითაა დაფარული. მისი პიკური გამომუშავება 1.1 მეგავატია, ყოველწლიურად კი 900 000 კილოვატსაათი ელექტრო ენერგიის მოცემა შეუძლია. ეს იმ ენერგიის დახლოებით ნახევარია, რაც სადგურის მუშაობისთვისაა საჭირო.

No comments:

Post a Comment