Friday, January 17, 2014

გრაფენიანი მზის ელემენტები რეკორდულად ეფექტურია


Graphene-based solar cell hits record 15.6 percent efficiency
17 იანვარი
2012 წელს, ფლორიდის უნვერსიტეტის მკვლევარებმა რეკორდულად ეფექტური (8.6 პროცენტიანი) მზის ელემენტის პროტოტიპი შექმნეს, რომელიც გრაფენის შრით დაფარულ ფიჭური სილიკონის საფუძველზე დამზადდა. გრაფენის სტრუქტურაში შედიოდა ტრიფლუორომეთანსულფინილის ამიდი. მაშინ ეს წარმოუდგენელ მიღწევად ჩაითვალა, მაგრამ მალე ამაზე ორჯერ ეფექტური ელემენტი შეიქმნა და თანაც, ისევ გრაფენის გამოყენებით.
ახალი ელემენტი ესპანეთის კასტელოს უნივერსიტეტისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის სპეციალისტებისგან შემდგარმა, ფოტოელემენტებისა და ოპტოელექტრონული მოწყობილობების ჯგუფმა შეიმუშავა. მათ საერთოდ უარი თქვეს სილიკონზე, რომელიც როგორც წესი, მზის ელემენტების დამზადებისას, ერთ-ერთი მთავარი ნივთიერებაა. მათ მუხტის შესაგროვებლად ტიტანის ოქსიდი და გრაფენი, მზის შუქის შთანმთქმელად კი პეროვსკიტი (კალციუმ ტიტანის ოქსიდური მინერალი) გამოიყენეს.
ახალი მზის ელემენტის ეფექტურობა 15.6 პროცენტია. გარდა ასეთი შესანიშნავი მაჩვენებლისა, მისი დამზადბაც შედარებით იოლია - შრეების ერთმანთზე დალაგება, 150 გრადუსი (ცელსიუსით) ტემპერატურის პირობებში ხდება. ასეთი ელემენტის წარმოების ტექნოლოგია ძალიან იაფი ჯდება და ამასთან, შესაძლებელია მას მიეცეს დრეკადი პლასტიკის სახე, რაც გამოყენებისას ასევე მოსახერხებელი იქნება.

No comments:

Post a Comment