Tuesday, February 11, 2014

„რავლემონის“ შუშის სფერო მზის ენერგიის შესაგროვებლად


Rawlemon's beautiful, spherical solar energy generators
10 თებერვალი
ახლად შექმნლმა გერმანულმა კომპანია „რავლემონმა“ ახალი ტიპის, მზის კონცენტრირებული სხივებისგან ელექტრო ენერგიის მიმღები დანადგარი შეიმუშავა, რომელიც მზის ენერგიის სხვა ტიპის გენრატორებისგან განსხვავებით, უჩვეულო და ლამაზი გარეგნობითაც გამოირჩევა. დანადგარი გერმანელმა არქიტექტორმა ანდრე ბროსელმა გამოიგონა, რომელმაც შთაგონების წყაროდ, მისი გოგონას სათამაშო სფეროები გამოიყენა.
„რავლემონის“ კონსტრუქცია, სფერულ ლინზებს იყენებს, რომლის საშუალებითაც, მზის სხივების მცირე ფართობზე კონცენტრირება ხდება, იქ კი მათ მცირე ფართობის ფოტოელემენტების პანელი ხვდება. ამასთან, გამჭვირვალე სფერო ორღერძიან მოსაბრუნებელ დანდგარზეა დამაგრებული, რომელიც სფეროს პოზიციას მზის გადაადგილების შესაბამისად უცვლის.
როგორც დანადგარის შემქმნელი ირწმუნება, გამჭვირვალე სფერო თავს უყრის და კონცენტრირებულად მიმართავს სხივებს ისე, როგორც ვერცერთი სხვა მსგავსი დანიშნულების დანადგარი. ამასთან, გარდა იმისა, რომ ძალიან ეფექტურად მუშაობს, იმითაცაა საინტერესო, რომ დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით შეიძლება მისი გამოყენება. გარდა ამისა, „რავლემონის“ შუშის სფერო იმ ფართობის დაახლოებით 1 პროცენტს იკავებს, რასაც მისი სიმძლავრის მქონე ბრტყელი პანელები.
გერმანული კომპანია თავისი გამოგონების სერიულ წარმოებას გეგმავს. ამასთან, ყველაზე პატარა სფეროს დიამეტრი სულ რაღაც 10 სანტიმეტრი იქნება. ამ დანადგარის სახელია Beta.ey S და ის მობილური ტელეფონების დასამუხტად გამოდგება. ეს მოწყობილობა თავსებადი იქნება ყველა ტელეფონთან, რომელსაც USB 2.0 დასამუხტი პორტი გააჩნია და რომლის ელემენტის ტევადობაც 27.5 ვატისაათშია.
მოწყობილობა, სახელად Beta.ey XL, ტაბლეტების დასამუხტად იქნება განკუთვნილი. 1.0 მეტრი დიამეტრის მქონე Beta.ray 1.0 კი დღეში 1.1 კილოვატსაათი ენერგიის მოცემას შეძლებს, რაც საკმარისია იმისათვის, რომ ორი დღე ამუშაოთ ლეპტოპი. ამ მოწყობილობის ელემენტის ტევადობა 1.8 კილოვატსაათია.
ყველაზე დდ მოწყობილობაა Beta.ray 1.8, რომლის სფეროს დიამეტრიც 1.8 მეტრია. მას დღეში 3.4 კილოვატსაათი ენერგიის შეგროვება შეუძლია, რაც საკმარისია იმისათვის, რომ ლეპტოპი მთელი კვირის განმავლობაშ ამუშაოთ. მის ელემენტების ბლოკში 5.4 კილოვატსაათი ელექტრო ენერგიის შენახვა შეიძლება.
აღსანიშნავია, რომ პატარა სფეროს მქონე მოწყობილობებში მყარი ლინზები გამოიყენება, Beta.ray 1.0-სა და Beta.ray 1.8-ზე კი - ააკრილ-პოლიმერული გარსები, რომლებიც წყლითაა შევსებული. ამასთან, დიდ სფეროებს, ელექტრულის გარდა, თერმული ენერგიის მოცემაც შეუძლია.
გარდა ამისა, „რავლემონი“ მუშაობს სისტემაზე, რომელსაც „მაიკროტრეკს“ უწოდებს. მასში იმავე ტექნოლოგიას გამოიყენებს, ოღონდ დანადგარს უფრო მრავალმხრივი დანიშნულება ექნება. დღისით ის ენერგიას შეაგროვებს, ღამით კი მულტიმედიური ეკრანის როლს შეასრულებს.
Beta.ey სერიის მცირე ზომის სფეროების წარმოების დაწყება წელს იგეგმება, Beta.ray სფეროებს კი მერმისს გამოუშვებენ. რაც შეეხება „მაიკროტრეკს“, მის დახვეწას მეტი დრო დასჭირდება.

No comments:

Post a Comment