Saturday, February 8, 2014

საზრიანი სამოსი სპორტსმენებისთვის


Cityzen smart shirt tracks your health, recharges during washing
7 თებერვალი
ფრანგულმა კომპანია „სიტიზენ საიენსმა“ შეიმუშავა სპორტული ქსოვილი, რომელიც მიკრო სენსორებითაა აღჭურვილი და მათი მეშვეობით, მუდმივად აკონტროლებს იმ ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობას, რომელსაც ის აცვია. სამოსს „სმარტ სენსინგ“ დაარქვეს და მან კომპანიას „ჯანმრთელობაზე ყოველდღიური ზრუნვის ინოვაცური ტექნოლოგიების“ ჯილდო მოაგებინა.
სამოსი „სმარტ სენსინგი“ აკონტროლებს ადამიანის ტანის ტემპერატურას, სუნთქვის სიხშირეს, გულისცემის ტემპს და გადაადგილებას, რაშიც მას GPS სისტემაში ჩართულობა ეხმარება. „ჩვენი ქსოვილი შეიძლება გამოიყენოთ როგორც მაისურებზე, ასევე ხელთათმანებზე, შარვალზე, ყველაფერზე, რასაც ისურვებთ“, - ამბობს „სიტიზენ საიენსის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მმართველი დირექტორი ჟილბერ რეველონი.
ახალ ქსოვილის შემადგენლობაში შედის საკუთრივ ქსოვილი, რომელიც ბაზისად გამოიყენება, სენსორები, განაწილებული გამომთვლელი და მომცრო, ელემენტებით აღჭურვილი გადამცემი მოწყობილობა, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს სმარტფონთან. ტელეფონი ამუშავებს სპეციალურ პროგრამას, რომელიც ქსოვილში არსებული სენსორებისგან მიღებულ ინფორმაციას აანალიზებს. მოწყობილობა თავად ადგენს, სპორტსმენი, რომელიც ამ ქსოვილითაა შემოსილი, დაღლილია, სტრესშია, თუ გულის შეტევის საშიშროება აქვს. მწარმოებლის განცხადებით, ასეთი ქსოვილი მისწრება იქნბა არამხოლოდ სპორტსმენებისთვის, არამედ ექსტრემალურ პირობებში მომუშავე სხვა პროფესიის ადამიანებისთვისაც, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებისთვის.
რა თქმა უნდა, ასეთი ქსოვილი, ჩვეულებრივზე 30-40 პროცენტით ძვირი ღირს. ამასთან, მას არ ეშინია არც გარეცხვის და არც გაუთოების. ამასთან, წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ქსოვილში დამატებითი სენსორების დაყენება. ამ შემთხვევაში, ქსოვილი დაადგენს სისხლში ჟანგბადის შემცველობას, სუნთქვის მოცულობას (სუნთქვისას ფილტვებში შემავალი და გამომავალი ჰაერის მოცულობას) და სისხლში გლუკოზის შემცველობას. ამგვარად, ასეთი ქსოვილი, ადამიანის ჯანმრთელობაზე ყოველდღიური დაკვირვებისთვის შესანიშნავი საშუალება გახდება.
ქსოვილის დახვეწაზე მუშაობა კვლავაც გრძელდება. ამჟამად „სიტიზენ საიენსის“ სპეციალისტები მუშაობენ ქსოვილის დასამუხტი საშალებით აღჭურვაზე, რომელიც ელემენტში ენერგიას მაშინ აგროვებს, როდესაც ქსოვილი სარეცხ მანქანაში ირეცხება.
ახალი ტიპის ქსოვილი ბაზარზე ამ წლის ბოლოს გამოვა.

No comments:

Post a Comment