Wednesday, September 10, 2014

„ბოინგის“ ლაზერულ ქვემეხს ქარი და ნისლი ვერ აჩერებს

Neither rain, nor fog, nor wind stops Boeing's laser weapon destroying targets
10 სექტემბერი
„ბოინგმა“ და პენტაგონმა ერთობლივად ჩაატარეს ამერიკული კომპანიის მიერ შემუშავებული „მაღალი ენერგიის ლაზერული მობილური დემონსტრატორის“ (HEL MD) ტესტები, რომლებმაც რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მისი სიზუსტე და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა. ტესტების დროს, წვიმიან, ქარიან და ნისლიან ამინდშიც კი, დანადგარი წარმატებით ახერხებდა ერთდროულად რამდენიმე სამიზნის კონტროლს და განადგურებას.
HEL-MD არის ამერიკული არმიის პირველი მობილური, მაღალი ენერგიის ლაზერი, რომელიც რაკეტებს, საარტილერიო ჭურვებს და უპილოტო თვითმფრინავებს ანადგურებს. 10-კილოვატიანი ლაზერული სისტემა დამაგრებულია „ოშკოშის“ წარმოების ტაქტიკურ მზიდ ავტომობილზე და ერთდროულად, სხვადასხვა ტიპის სამიზნის განადგურება შეუძლია.
ლაზერულმა დანადგარმა შარშან ინტენსიური ტესტები გაიარა ნიუ მექსიკოში, უაით სენდსის სარაკეტო ბაზაზე და ეგლინის (ფლორიდა) სამხედრო საჰაერო ბაზაზე. „ბოინგი“ ამბობს, რომ დანადგარმა ერთდროულად 150 საჰაერო სამიზნის გაკონტროლება და განადგურება შეძლო. და ასე იყო არამხოლოდ ნიუ მექსიკოს მზიან, უღრუბლო ამინდში, არამედ ფლორიდაშიც, სადაც ტესტები ასევე ქარიან, წვიმიან და ნისლიან ამინდში ტარდებოდა. საერთოდ, ასეთ პირობებში ლაზერის სხივის სიზუსტე კლებულობს. მაგრამ HEL-MD მაინც ახერხებდა ისეთი მცირე სამიზნის კონტროლსაც კი, როგორიც ნაღმმტყორცნის 60-მილიმეტრიანი ჭურვი და უპილოტო თვითმფრინავია.
როგორ ხერხდება ეს, რა თქმა უნდა, ამაზე „ბოინგი“ კონკრეტულს არაფერს ამბობს. თუმცა დიდი ალბათობით, ამაში მას დამხმარე ლაზერული სხივი ეხმარება, რომლის მეშვეობითაც, ელექტრონული სისტემა ახერხებს იმის დადგენას, თუ რა გადახრები აქვს ქარში, წვიმაში, ან ნისლში ლაზერულ სხივს. მიღებული მონაცემების გაანალზების შედგეად, საბრძლო ლაზერის მიმართულების კორექტირება ხდება და ის მიზანს არ აცდენს. როგორც „ბოინგი“ ამბობს, HEL-MD-ის სრულყოფის შემდგომ ეტაპზე, ლაზერის სხივის სიმძლავრის 10-დან 50-60 კილოვატამდე გაზრდა იგეგმება, რის შემდგაც, ტესტების მორიგ სერიას გაივლის.
საინტერესოა, რომ HEL MD-ს ლაზერული სხივით რამდენიმე მიზნის ერთმანეთის მიყოლებით დაზიანება შეუძლია ისე, რომ ამისათვის მხოლოდ ენერგიის გამომუშავებისთვის საჭირო დიზელის საწვავი დაიხარჯება. სხვათა შორის, „ბოინგი“ საჰაერო ბაზირების ლაზერსაც ცდის, რომლის დანიშნულებაც ბალისტიკური რაკეტების და დიდი თვითმფრინავების განადგურებაა.

No comments:

Post a Comment