Wednesday, September 10, 2014

„სკაირაის მაიამი“ მრავალფუნქციური სათვალთვალო კოშკი

SkyRise Miami will be part observation tower, part thrill ride
10 სექტემბერი
მაიამის მერიის და ქალაქის საზოგადოების გადაწყვეტილებით, ქალაქში ახალი, 304-მეტრიანი სათვალთვალო კოშკი აშენდება. ცათამბჯენის სახელია „სკაირაის მაიამი“ და ის ფლორიდის შტატში უმაღლესი შენობა გახდება. ამასთან, გამდმოსახედის გარდა, მასზე გასართობი ინდუსტრიის მრავალი ობიექტი განლაგდება. მათ შორის, სხვადასხვა ატრაქციონები, ბანჯი-ჯემპინგის პლატფორმები, კინოთეატრი, თავისუფალი ვარდნის ატრაქციონ და ბევრი სხვა.

პროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ „სკაირაის მაიამი“ ენერგო ეფექტური იქნება, რისთვისაც ენერგო დამზოგველ არსებულ და ახალ ტექნოლოგიებს გამოიყენებენ. გარდა ამისა, კოშკს ექნება კვანძები, რომლებიც ელექტრულ ენერგიას გამოიმუშავებენ. ისინ იმედოვნებენ, რომ „სკაირაის მაიამი“ LEED-ის (ლიდერშიპ ინ ენერჯი ენდ ენვირონმენტ დიზაინ) ოქროს სერტიფიკატს მიიღებს. ამასთან, ქალაქის ხელისუფლებას პირდებიან, რომ ცათამბჯენში დაახლოებით 17 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

პროექტის შესაბამისად, „სკაირაის მაიამი“ მოიცავს კერძო კლუბს, სამ სათვალთვალო პლატფორმას, ღამის კლუბს, საბანკეტო დარბაზს და რესტორანს. კოშკზევე განლაგდება ატრაქციონი „სკაირაის დროპ“, რომელიც ექსტრემალური ატრაქციონია და რაღაც საერთო აქვს ბეის-ჯამპინგთან და მასში დრეკადი თოკებიცაა გამოყენებული. კოშკშივე განლაგდება „მფრინავი თეატრი“ და ატრაქციონი, რომელიც ექსტრიმის მოყვარულებს, თვითმფრინავიდან ვარდნის მსგავსი ეფექტით მოხიბლავს.
პროექტის ერთ-ერთი ავტორი ჯეფ ბერკოვიჩი ამბობს, რომ „სკაირაის მაიამი“ წლიურად 3.2 მილიონ ადამიანს უმასპინძლებს და მალე ეს კოშკი მაიამის სიმბოლო გახდება. მისი თქმით, ეს იქნება მაიამის ეიფელის კოშკი. ამასთან, ხაზს უსვამს, რომ პროექტს საზოგადოების მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს.
„სკაირაის მაიამი“ ქალაქ მაიამის ცენტრში აშენდება. კოშკის საპროექტო ღირებულება 430 მილიონი დოლარია. მშენებლობა წელს უნდა დაიწყოს და 2017 წელს დასრულდეს.

No comments:

Post a Comment