Thursday, June 13, 2013

ინჟინრები ტალღის და მოქცევის ძალას ათვინიერებენ


The Energy Fix: Engineering Triumphs Over Wave And Tidal Forces
13 ივნისი
წყალი ჰაერზე 800-ჯერ მკვრივია, რის გამოც თეორიულად, ენერგიის მისაღებად, წყალში გაცილებით მეტი პოტენციალია. მაგრამ მეტი სიმკვრივის გამო, მისი ენერგიის ათვისება გაძნელებულიცაა - ძლიერ ტალღას, ტურბინისა და გენერატორის ტანდემის დამტვრევა შეუძლია. არადა, მარტო ამერიკაში, წყლის ენერგიის პოტენციალი 1420 ტერავატ საათია. ამ ენერგიის ათვისება რომ მოხერხდეს, შტატები ელექტროენერგიაზე საკუთარი მოთხოვნილების დაახლოებით მესამედს დაიკმაყოფილებდნენ.
ზღვის მოქცევა, ჩვენს პლანეტაზე ენერგიის ერთ-ერთი ყველაზე ადვილად პროგნოზირებადი წყაროა. მაგრამ ამ ენერგიის ათვისებას, მასიური დამბის მშენებლობა ესაჭიროება. მაგრამ დაბმა ხშირად სანაოსნო არეში შენდება, რაც პრობლემებთანაა დაკავშირებული. მაგრამ კომპანია „ოუშნ რენიუეიბლ პაუერმა“ შეიმუშავა დანადგარი, სახელად „ტაიდგენ“ (ფოტოზე), რომელიც მდინარის შესართავის, ან ზღვის ყურეს ფსკერზე თავსდება და ნავიგაციას ხელს არ უშლის.
კომპანიამ შარშან საცდელი დანადგარი შტატ მეინის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე ყურე ქობსკუკ ბეის წყლებში დაამონტაჟა. ის უკვე მუშაობს და აშშ-ის ქსელს ელექტროენერგიას აწვდის. „ტაიდგენ“ მომცრო დანადგარია და ის 150 კილოვატს გამოიმუშავებს, რაც მხოლოდ 25 სახლისთვის არის საკმარისი. თუმცა, „ოუშნ რენიუეიბლ პაუერს“, 5 მეგავატი სიმძლავრის დამატება აქვს გადაწყვეტილი, რაც ექსპერიმენტული დანადგარის ეფექტურობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
„ტაიდგენის“ სიგრძე 30 მეტრია, სიმაღლე კი - 9.5 მეტრი. ის წყლის ზედაპირიდან 18-45 მეტრის სიღრმეში თავსდება. ეს ის სიღრმეა, სადაც მოქცევის ენერგიის ოპტიმალურად და უსაფრთხოად ათვისებაა შესაძლებელი. დანადგარს აქვს ოთხი ტურბინა, რომელთა შუაშიც მუდმივმაგნიტიანი გენერატორია მოთავსებული. ის სულ რაღაც, 150 კილოვატ ელექტრულ ენერგიას გამოიმუშავებს. ტურბინის ფრთების თავისებურება ისეთია, რომ ტალღის მოძრაობის მიმართულების მიუხედავად, ყოველთვის ერთი მიმართულებით ტრიალებს და მიქცევის და მოქცევის დროს, ერთნაირად იძლევა ენერგიას.
გაცილებით ძნელია ტალღის ენერგიის ათვისება. ის გაცილებით მეტია - ზღვებისა და ოკეანეების ზედაპირზე მოიპოვება, მაგრამ მისი გარდაქმნაც ძალიან ძნელია, რადგან ზღვის ტალღები არასტაბილურობით გამოირჩევა და ღელვის დროს, დანადგარს დაზიანებით და განადგურებითაც კი ემუქრება. ამ შემთხვევაში, გენერატორი ტალღაზე ტივტივებს, თუმცა არსებობს ადგილები, სადაც ტალღები შედარებით სტაბილურია.
მაგალითად, „ლონდნში“ ბაზირებულმა კომპანია „40 საუთ ენერჯიმ“, ტალღის ენერგიის გარდამქმნელები შეიმუშავა, რომელიც ტალღისგან დაზიანების თავიდან არიდბას ავტომატურად ახერხებს. დანადგარი მუდმივად წყალქვეშ ინარჩუნებს პოზიციას და ავტომტურად არჩევს უსაფრთხო სიღრმეს, სადაც მაქსიმალური ენერგიის გამომუშავებაა შესაძლებელი. „40 საუთ ენერჯი“ თავის პირველ კომერციულ ბლოკ R115-ს, რომლის სიმძლავრეც 150 კილოვატია, ტოსკანას (იტალია) სიახლოვეს განალაგებს. კომპანია იმავე პრინციპით მომუშავე 2-მეგავატიან დანადგარზე მუშაობს. გარდა ამისა, ტალღური ენერგიის საპილოტო პარკებს ინდოეთში, იტალიასა და ბრიტანეთში განალაგებს.

No comments:

Post a Comment