Friday, January 2, 2015

კონცეპტი „ტრიტონი“ - ცა და მიწა ხელის გულზე

Micronautix Triton concept aircraft: Passengers get a front seat too
2 იანვარი
ბევრ ადამიანს ფრენის ეშინია, ბევრისთვის კი 10 კილომეტრის სიმაღლიდან ხმელეთის თვალიერება კარგი გასართობია. თუმცა ეს დამღლელიცაა - ილუმინატორის შუშა ხომ ძალიან პატარაა და ხშირად სავარძლის გასწვრივ არც მდებარეობს. სულ სხვაა პილოტის კაბინა, საიდანაც ფრენის დინამიკაც უკეთ აღიქმება და ყველაფერსაც გაცილებით უკეთ დაინახავთ. მაგრამ იქ არავინ შეგიშვებთ, თუ ეკიპაჟის წევრი არ ხართ...
კონცეპტუალური თვითმფრინავი, სახელად „ტრიტონი“, სწორედ იმ მიზნით შეიმუშავეს, რომ მგზავრმა პილოტის მსგავსად შეძლოს ფრენის დროს გარემოს დანახვა. პროექტი საინჟინრო კომპანია „მიკრონავტიქსმა“ შეიმუშავა, რომელიც მას რეალურადაც განახორციელებს. პროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ მათმა თვითმფრინავმა, ადამიანს შეიძლება პილოტის პროფესიის დაუფლებაც კი გადააწყვეტინოს.
კონცეპტუალურ თვითმფრინავ „ტრიტონს“ უჩვეულო აგებულება აქვს. ის სამფიუზელაჟიანია. ცენტრალური პილოტისთვისაა განკუთვნილი და ძრავი მის უკანაა განლაგებული. ამასთან, ფრენის საპირისპირო მიმართულებითაა განლაგებული. ორივე ფრთის ქვეშ, თითო სამგზავრო ფიუზელაჟია დანლაგებული. ორივეს აქვს პანორამული წინა ფანჯარა, რომელიც ისეთივე ხედს იძლევა, როგორიც პილოტის კაბინაშია. ორივე სამგზავრო ფიუზელაჟში მხოლოდ ორი სავარძელია და ისინი ერთმანეთის მიმდევრობით განლლაგებული.
„ტრიტონის“ ფრთაშლილობა 12.6 მეტრია და მას „როლს-როისის“ წარმოების ტურბოხრახნული ძრავი ემსახურება. მისი ჰაერის ამღები პილოტის კაბინის უკანა ნაწილშია მოთავსებული. ძრავს ორ რეჟიმში მუშაობა შეუძლია. ერთ რეჟიმში ის რეაქტიულ გაწევას ქმნის, მეორეში კი ხრახნს ამოძრავებს და ამ დროს ნაკლებად ხმაურიანია. ჩვეულებრივი კილის ნაცვლად, „ტრიტონს“ ორივე სამგზავრო სექციის კუდების ბოლოებში, დახრილი ფრთები აქვს, რომლებიც ზედა ნაწილებით, ერთმანეთთანაა დაკავშირებული. პროექტი ასევე „ტრიტონის“ ელექტრული ვერსიის აგებასაც ითვალისწინებს.
„მიკრონავტიქსი“ ირწმუნება, რომ „ტრიტონის“ წარმოებისთვის მოსამზადებლად, ცერტიფიკატის მისაღებად და წარმოების დასაწყებად, 60 მილიონი დოლარი ეყოფა...

No comments:

Post a Comment