Showing posts with label FOREX. Show all posts
Showing posts with label FOREX. Show all posts

Wednesday, December 2, 2015

ევრობანკი გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს

2 დეკემბერი
ევროზონის ცენტრალური ბანკის (ECB) შეხვედრაზე, რომელიც 3 დეკემბერს გაიმართება, მისი ხელმძღვანელობა ევროზონის ეკონომიკის სტიმულირების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, რომელთა შორისაც, ერთ-ერთი ყველაზე რეალური, ბანკებისთვის ორდონიანი უარყოფითი სადეპოზიტო განაკვეთის დაწესებაა. როიტერსის მიერ, ანონიმური წყაროებისგან მოპოვებული ინფორმაციით, ასევე განიხილება ევრობანკის მიერ ისეთი კრედიტების გამოსყიდვის მიზანშეწონილება, რომელთა გადახდაც დიდი რისკის ქვეშაა.

Wednesday, May 20, 2015

დოლარი ბრუნდება

დოლარმა დიდი შემობრუნება დაიწყო. ამერიკული ვალუტა, რომ იტყვიან, ყველა ფრონტზე „უტევს“. დოლარმა ყველა ძირითად წყვილში შეასრულა საწყისი იმპულსური მოძრაობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტექნიკური ანალიზის თვალსაზრისით, მისი გაძლიერების მორიგი ეტაპი დაიწყო. და საინტერესოა, რომ ასეთ განვითარებას, ფუნდამენტური ანალიზიც „უჭერს მხარს“.

სტერლინგი დაღმავალი ტრენდის განახლებისთვის ემზადება

GBP/USD (20 მაისი, 2015)
ევრო/დოლარის წყვილის მსგავსად, სტერლინგ/დოლარმაც მკვეთრად დაიწია, თუმცა პირველისგან განსხვავებით, აქ ჯერ ჩამოყალიბბული სურათი არ გვაქვს. ჯერ ერთი, შესასრულებელი დარჩა მე-5 ტალღა, ურომლისოდაც ეს მოძრაობა კორექციულად ჩაითვლება. მეორეც, გასარღვევია აღმავალი არხი, რომელსაც ფასი, ბოლო ხუთი წლის მინიმუმის (1.4562) განახლების შემდეგ (13 აპრილი), პრაქტიკულად არ გასცდენია.

Sunday, November 23, 2014

ფორექსის სიგნალები euro/dollar-ის წყვილზე

(11/11/2014)
EUR/USD-ის ვაჭრობა ერთსაათიან ჩარტზე დაღმავალი ტრენდით მიმდინარეობს. მასზე ჩანს, რომ ამ ჩარტზე წყვილის ფასი 55-იანი მოძრავი საშუალოს ქვემოთაა (1.2437 დონეზე), რაც იმას ნიშნავს, რომ ახლო მომავალში ფასები უფრო შემცირდება.

Wednesday, April 2, 2014

სჯობს დროულად...

ევროპის ცენტრალური ბანკის შეკრებამდე და მარიო დრაგის პრესკონფერენციამდე რამდენიმე საათი დარჩა. ხვალ ზუსტად 16:30-ზე, დრაგი თავის პრესკონფერენციას დაიწყებს. ჯერ კიდევ გუშინ ისე ჩანდა, რომ ევრობანკს აუცილებლად მოუწევდა ევროზონის ეკონომიკის მასტიმულირებელი ღონისძიებების გატარება. ამის მთავარი მიზეზი, ინფლაციის დონის 0.5%-მდე ჩამოსვლა და აქედან გამომდინარე, დეფლაციის რეალური საფრთხეა.

Tuesday, April 1, 2014

როგორ მოიქცევა მარიო დრაგი


ევრო/დოლარის გრაფიკზე სანთლების კომბინაცია „დილის ვარსკვლავი“ (იხ. გრაფიკი) გამოჩნდა, რომელიც გვაფრთხილებს, რომ შესაძლოა, მოკლევადანი აღმავალი სვლა განვითარდეს. თუმცა, ფასების ამგვარი განვითარება ფუნდამენტურ ანლიზთან კონფლიქტშია და დიდი ალბათობით, ის ამ მიმართულებას არ აიღებს. და მაინც, წინასწარ არავინ იცის, თავისი ხუთშაბათის გამოსვლისას, რას იტყვის მარიო დრაგი, ვისაც დეფლაციის რეალურმა საშიშროებამ, ლავირების დიაპაზონი პრაქტიკულად არ დაუტოვა. და აი, რატომ:

Monday, May 27, 2013

ვინ შეცვლის ბერნანკეს?


დღეს ამერიკაში დასვენების დღეა და ამიტომ, ბაზრებზე განსაკუთრებული აქტივობა მოსალოდნელი არაა. ამიტომ, ყურადღების გამახვილება ღირს ფაქტზე, რომელიც მალე მოხდება - აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (FRS - ფედერალ რიზერვ სისტემ) შეფი მალე შეიცვლება. ვინ შეცვლის ბენ ბერნანკეს, ჯერჯერობით უცნობია. მართალია, ახალი შეფის ვინაობას ალბათ სექტემბერში გავიგებთ, მაგრამ ამ თემაზე უკვე მიდის გაცხოველებული სჯა-ბაასი. და ეს არცაა გასაკვირი, რადგან ქვეყნის მომავალი საფინანსო პოლიტიკა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ტიპის ხელმძღვანელი ეყოლება მას.