EUR/USD-ის ვაჭრობა ერთსაათიან ჩარტზე დაღმავალი
ტრენდით მიმდინარეობს. მასზე ჩანს, რომ ამ ჩარტზე წყვილის ფასი 55-იანი მოძრავი
საშუალოს ქვემოთაა (1.2437 დონეზე), რაც იმას ნიშნავს, რომ ახლო მომავალში ფასები
უფრო შემცირდება.
ყველაფერი 31 ოქტომბერს დაიწყო. როცა იაპონიის
სახელმწიფო საპენსიო საინვესტიციო ფონდმა (GPIF), საკუთარი აქტივების სტრუქტურას გადახედა -
კერძოდ, საკუთარ პორტფელში, უცხოური აქციების წილი 12%-დან 25%-მდე გაზარდა. იმავე
დღეს, იაპონიის ბანკმა რაოდენობრივი შემსუბუქების პროგრამა მოულოდნელად, 60-70 ტრილიონი
იენიდან 80 ტრილიონ იენამდე გააფართოვა.