Showing posts with label ტრანსპორტი. Show all posts
Showing posts with label ტრანსპორტი. Show all posts

Monday, December 8, 2014

მსოფლიოში უდიდესი კონტეინერმზიდი

World's largest capacity container ship embarks on maiden voyage
8 დეკემბერი
მსოფლიოში უდიდესი ტევადობის კონტეინერმზიდის ექსპლუატაციას შეუდგა ჩინური კომპანია CSCL-ი (ჩაინ შიპინგ კონტეინერ ლაინს). ხომალდ, სახელად „გლოუბ“, სიგრძეში 400 მეტრია და ერთი მეტრით სჯობს „მიოლერ-მაერსკის“ 3E-ს, რომელიც აქამდე ფლობდა უდიდესი კონტეინერმზიდის წოდებას. ახალი გიგანტის სიგანე 58.6 მეტრია. ანუ, მის გემბანზე თავისუფლად მოთავსდება სტანდარტული ზომის ოთხი საფეხბურთო მოედანი.

Thursday, July 3, 2014

გაიცანით - ზებგერითი რეკორდული ავტომობილი „ბლადჰაუნდი“

Cockpit revealed for Bloodhound supersonic car
17 ივნისი
ბრიტანულმა ჯგუფმა, სახელად „ბლადჰაუნდ“, ქალაქ ბრისტოლში სპეციალური ღონისძიება მოაწყო, რომელზეც ხმელეთის ახალი რეკორდის დასამყარებლად შექმნილი ზებგერითი რეკორდული ავტომობილის კოკპიტის პრეზენტაცია ჩაატარა. ავტომობილის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი - კოკპიტი პრესას ბრიტანელმა სამხედრო მფრინავმა და ხმელეთზე სიჩქარის რეკორდის ავტორმა ენდი გრინმა წარუდგინა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ რაკეტის მსგავსი აპარატით, სიჩქარის ახალი რეკორდის დამყარებას 2015 ან 2016 წელს ეცდება.

Monday, May 19, 2014

ჩინეთში ვაკუუმურ მაგლევს ცდიან

Enclosed tube maglev system tested in China
19 მაისი
ჩინელმა მკვლევარებმა წარმატებით განახორციელეს სუპერ მაგნიტურ-ლევიტაციური მეგათერმული და ზეგამტარული მანქანის პირველი ექსპერიმენტი, რომლის დროსაც, ჩაკეტილ მილისებრ სივრცეში, ვაკუუმური გარემო იყო შექმნილი. კვლევები სამხრეთ-დასავლეთ ძიაოტონის უნივერსიტეტის გამოყენებითი ზეგამტარული ლაბორატორიის მკვლევარებმა ჩაატარეს, რომლებსაც ლაბორატორიის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი დენ ძიანი ხელმძღვანელობს.

Thursday, August 15, 2013

ელონ მასკი ზესწრაფი მილებით მგზავრობას გვთავაზობს


Elon Musk gives us the goods on Hyperloop
15 აგვისტო
სახელი ელონ მასკი თუ არაფერს გეუბნებათ, გეტყვით, რომ ის არის სამხრეთ აფრიკაში დაბადებული და ამერიკაში მცხოვრები გამომგონებელი, ბიზნესმენი და ინვესტორი მილიარდერი, რომელმაც თანადააფუძნა „პეიპალი“, „ტესლა მოტორსი“ და კერძო კოსმოსური ხომალდების კომპანია „სპეისX“, ასევე კომპანია „სოლარ სიტის“ თავმჯდომარე. მაგრამ 42 წლის ბიზნესმენი ამ ყველაფერს არ სჯერდება და ახალ, ერთობ დაუჯერებელ ბიზნესს იწყებს, რომლის გეგმაც 15 აგვისტოს წარმოადგინა.

Saturday, August 10, 2013

ამერიკელებს ერთმანეთთან მოსაუბრე ავტომობილები სურთ


US wants all cars to talk to each other with V2V technology
7 აგვისტო
აშშ-ის ტრანსპორტის ეროვნულ საბჭოს სურს, რომ ყველა მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი, ასევე ავტობუსი, V2V საკომუნიკაციო სისტემით იყოს აღჭურვილი, რომელიც მათ ერთმანეთთან და გარემოსთან ურთიერთობის საშუალებას მისცემს. კვლევები ცხადყოფს, რომ V2V (ვიიქლ-თუ-ვიიქლ, ანუ მანქანა მანქანასთან) და V2I (ვიიქლ-თუ-ინფრასტრუქჩა, ანუ მანქანა ინფრასტრუქტურასთან) კომუნიკაციებს, დაახლოებით ავარიების 82 პროცენტის თავიდან აცილება, ასევე ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირება შეუძლია. ეს კი შესაძლებელია მძღოლების ინფორმირებით გზებზე არსებული ვითარების შესახებ.

ბრიტანელ ლიბერალ დემოკრატებს შიდაწვის ძრავების აკრძალვა სურთ


UK Democrats Want to Ban Petrol, Diesel Cars by 2040
10 აგვისტო
„ტელეგრაფის“ მიერ გამოქვეყნებული ეს ინფორმაცია სენსაციურად ჟღერს, მაგრამ სწორედ ასეა. ოღონდ, ისინი ამის დაუყოვნებლივ გაკეთებას არ აპირებენ. გაერთიანებული სამეფოს ლიბერალ დემოკრატიულმა პარტიამ შეიმუშავა გეგმა, რომელიც ბრიტანეთის გზებზე ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების 2040 წლიდან აკრძალვას აპირებენ. ამავე გეგმით, შესაძლებელი იქნება მხოლოდ ძალიან ეკონომიური ჰიბრიდული ავტომობილების ექსპლუატაცია.

ავტომობილი ბირთვულ საწვავზე - ჯერ მხოლოდ კონცეპცია


Nuclear cars, with help from thorium lasers
10 აგვისტო
მომავლის ეს პროექტი ორი წლის წინ შეიმუშავეს მასაჩუსეტსურ კომპანია „ლაზერ პაუერ სისტემზში“. პროექტს ტექნოლოგი ჩარლზ სტივენსი უძღვებოდა, რომელიც თორიუმის ბაზაზე არსებულ ლაზერულ დანადგარებს იკვლევს. საერთოდ, ამ კომპანიის მიზანს, თორიუმის ლაზერის საფუძველზე ელექტრო გენერატორის შემუშავებაა, რომელიც ოდესღაც ელექტრო ენერგიას მოგვცემს და როგორც სტივენსი ვარაუდობს, ავტომობილებსაც აამოძრავებს.

Thursday, June 13, 2013

პროექტი „კლიპ-ეარ“ - მატარებლებით ჰაერში

Clip-Air project envisages modular aircraft you can board at a railway station
13 ივნისი
ლოზანას ფედერალურ პოლიტექნიკურ სკოლაში შეიმუშავეს მომავლის სატვირთო/სამგზავრო თვითმფრინავის პროექტი, რომელსაც მატარებლის ვაგონების გადატანის უნარი ექნება. ამ პროექტზე, სახელწოდბით „კლიპ-ეარ“, ლოზანას პოლიტექნიკური სკოლა 2009 წლიდან მუშაობს და მათი შრომის პირველ შედეგს - თვითმფრინავის მასშტაბურ მოდელს, ისინი პარიზის ლე ბურჟეს ავიასალონზე (რომელიც 17 ივნისს დაიწყება) წარადგენენ.

Saturday, June 8, 2013

საჰაერო გამშვები სისტემა რეალობას უახლოვდება

Stratolaunch air launch system for spacecraft comes closer to reality
8 ივნისი
ამერიკული კომპანია „სტრატოლონჩ სისტემზი“ მუშაობს სრულიად ახალი ტიპის, საჰაერო გამშვები სისტემის შექმნაზე, რომელიც მომავალში პილოტირებადი და უპილოტო კოსმოსური ხომალდების გაშვებას შეძლებს. სისტემის მთავარი ნაწილი თვითმფრინავი უნდა იყოს, რომელიც საპროექტო მონაცემებით, მსოფლიოს უდიდესი საფრენი აპარატი გახდება. რა თქმა უნდა, ასეთ გრანდიოზულ პროექტს ბევრი სკეპტიკურად უყურებს, თუმცა ახლახანს „სტრატოლონჩ სისტემზმა“ გამოაცხადა, რომ რამდენიმე ტექნიკური წინააღმდეგობა დაძლეულია, რაც პროექტის განხორციელების საშუალებას იძლევა.

Saturday, May 4, 2013

შვეიცარიული კომპანია კოსმოსში სატელიტებს გაუშვებს


თუ კავშირგაბმულობის კომპანიას კოსმოსში სატელიტის გაშვება სურს, ეს 50 000 000 დოლარი დაუჯდება. დღეს სატელიტების კოსმოსში ატანით სახელმწიფო ორგანიზაციებია დაკავებული და მათ მიერ ოპერირებადი სატრანსპორტო ხომალდები ძალიან ძვირი ღირს. მაგრამ ამ საქმეში ჩართვას, ახლახანს შექმნილი შვეიცარიული კერძო კომპანია აპირებს, რომელიც კოსმოსში ტრანსპორტირების მნიშვნელოვნად გაიაფებას გვპირდება.

„პოლარისი“ უჰაერო საბურავების გამოყენებას იწყებს


ბაგის ტიპის ავტომობილებისა და კვადროციკლების მწარმოებელ ამერიკულ კომპანია „პოლარისს“, თავისი უგზოობის ავტომობილების უჰაერო საბურავებით აღჭურვა აქვს გადაწყვეტილი. ასეთი საბურავები არც გახვრეტით ზიანდება და სატრანსპორტო საშუალებას რიგი უპირატესობებითაც უზრუნველყოფს. მაგალითად, დიდ უსწორმასწორობაზე (ლოდებზე, მორებზე, ომროზე ან მიწაყრილზე) გადავლისას, ნაკლებად გადასცემს საკიდარს დარტყმით ძალას. ამასთან, სასურველ მართვადობას უზრუნველყოფს და პნევმატურ საბურავებს ტვირთამწეობითაც კონკურენციას უწევს. იმის გამო, რომ უჰაერო საბურავი ძლიერ დრეკადია, ცუდ გზაზე სწრაფად სიარულისას, გამორიცხულია ბორბლის ძლიერი „ახტომა“, რაც ხშირად, მანქანის გადატრიალებას იწვევს ხოლმე. დაბოლოს, ასფალტზე ისინი პნევმატურ საბურავებზე ნაკლებად ხმაურიანია.

პატარა, ეკოლოგიურად სუფთა და ხელმისაწვდომი


დანიური კომპანია „ეკომოვი“ მალე სუბკომპაქტურ საქალაქო ელექტრომობილ QBEAK-ის წარმოებას დაიწყებს. უფრო მეტიც, ამ ელექტრომობილზე შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია. ამასთან, შემკვეთს წინასწარ 2000 დანიური კრონის გადახდა უწევს, რაც დაახლოებით 270 ევროა.

ზერო - პერსონალური ვერტმფრენი


კონცეპტუალური ვერტმფრენი, სახელად „ზერო“, რომელიც ესპანელმა დიზაინერმა ექტორ დელ ამომ შეიმუშავა, პერსონალური სატრანსპორტო საშაულების შესანიშნავი ნიმუშია. შესაძლოა, ის მეტისმეტად არარეალურად მოჩანს და ფურცელზევე დარჩენისთვისაა განწირული, თუმცა ახალი ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება, შეუძლებელს არაფერს ტოვებს.

წყალქვეშა ნავი საკუთრებაში უკვე რეალობაა


ამიერიდან, წყალქვეშა ნავები მარტო სამხედროების, წყალქვეშა სამყაროს მკვლევარების და ლეგენდარულ კაპიტან ნემოს განკარგულებაში აღარ იქნება, მის შეძენას ყველა შესძლებს, ვინც საკუთარი ბიუჯეტიდან 6 მილიონ გირვანქა სტერლინგს გაიმეტებს. ლონდონის ჰაროდსში, უცნობმა მულტიმილიონერმა, კომპანია „სპაიმასტერის“ მიერ შექმნილ წყალქვეშა ნავ „ორკასაბში“ სწორედ ამდენი გადაიხადა. უფრო მეტიც, კომპანია არჩევანსაც გვთავაზობს - უფრო პატარა ნავს 2 მილიონ გირვანქა სტერლინგად ჰყიდის.

გემი მზის და ქარის ენერგიას მოიხმარს


საუკუნეების განმავლობაში, ზღვაოსნები გადასაადგილებლად ქარის ძალას იყენებდნენ. სწორედ აფრიანი გემებით მოგზაურობისას აღმოაჩინეს ამერიკის და ავსტრალიის კონტინენტები, შეიქმნა რუქები, რომლებსაც დღესაც ვიყენებთ. მაგრამ ჯერ ორთქლის, შემდეგ კი შიდაწვის ძრავებმა და ატომურმა რეაქტორებმა, აფრები ეფექტურად და ძალიან სწრაფად ჩაანაცვლა.