WORLD FIRST: MAN CONTROLS TWO PROSTHETIC ARMS
WITH HIS MIND
23 დეკემბერი
კოლორადოელი ლესლი ბო მთელს მსოფლიოში პირველი
ადამიანია, ვისაც ორივე ხელი ძირში აქვს ამპუტირებული და მათ ადგილზე ატარებს
პროთეზებს, რომელთა მართვაც საკუთარი გონებით შეუძლია. რამდენიმე კომპანია მუშაობს
ისეთ პროთეზებზე, რომლებიც პაციენტს კიდურების შეგრძნებას უბრუნებს. მაგრამ ლესლი ბო
პირველია, ვისაც ორივე ხელზე ამ ტიპის პროთეზი გაუკეთეს და ორივეს ერთდროულად
კონტროლის უნარი აქვს. ეს უნარი მას ჯონს ჰოპკინსის გამოყენებითი ფიზიკის
ლაბორატორიაში მიანიჭეს.