29 მაისი
- მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბრუნვაში არსებული დოლარის
კუპიურების ჯამური მოცულობა 829 მილიარდს შეადგენს;
- მსოფლიოს უძველესი ბანკია იტალიური „ბანკა მონტედეი
პასკიდი სიენა“, რომელიც 1472 წელს დაარსდა;
- ასდოლარიანი კუპიურის ვარგისიანობის საშალო ასაკი
89 თვეა;
- დოლარის ყველაზე მსხვილი კუპიურა 1934 წელს
გამოუშვეს. მისი ნომინალი 100 000 დოლარს შეადგენდა და რა თქმა უნდა, მას მხოლოდ საბანკო
ოპერაციებისას იყეენბდნენ;
- დოლარის ყოველი ბანკნოტი, 4 000 ორმაგ
გადაკეცვაზეა გათვლილი.
- მილიონი დოლარი 100-დოლარიანი კუპიურებით, 10
კილოგრამს იწონის, ერთცენტიანი მონეტებით კი - 246 ტონას;
- ჩვენი პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი,
დღეში 2 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს, დაახლოებით 1.2 მილიარდი ადამიანი კი - დოლარზე
ნაკლებს;
- ქაღალდისგან პირველი კუპიურები ჩინეთში დაუმზადებიათ;
- „ფორბსის“ მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი
ადამიანების საშუალო ასაკმა 60 წელს მიაღწია;
- 1865 წელს, ბრუნვაში არსებული ამერიკული ვალუტის
დაახლოებით მესამედი ყალბი იყო;
- მე-18 საუკუნემდე, შვედეთში სპილენძის ფულს იყენებდნენ,
რომელთა წონაც ოც კილოგრამს აღწევდა;
- აშშ-ში პირველი კრედიტი 1937 წელს გაიცა, 1939 წელს
კი პირველი ბანკომატიც გამოჩნდა;
- მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მონეტა ძველბერძნული
დეკადრაჰმაა, რომელიც ციურიხში, აუქციონზე 314 000 დოლარად გაიყიდა.
No comments:
Post a Comment