The formula for turning cement into metal
30 მაისი
მეცნიერთა ჯგუფმა, რომელშიც ამერიკელი, იაპონელი,
ფინელი და გერმანელი სწავლულები არიან გაერთიანებული, შეიმუშავა ფორმულა, რომლითაც
თხევადი ცემენტის თხევად მეტალად გარდაქმნაა შესაძლებელი. ახალი მასალა ნახევრად
გამტარია, რაც მისი მრავალი დანიშნულებით გამოყენებისთვის გამოსადეგს ხდის.
ამასთან, ახალ მასალას ამორფული მეტალის (მეტალის შუშის) თვისებები აქვს. ის არის
კოროზიისადმი მედეგი, ჩვეულებრივ შუშაზე ნაკლებად მსხვრევადია და არის პლასტიკური,
რაც მისი მექანიკური დამუშავების საშუალებას იძლევა.