Wednesday, May 20, 2015

სტერლინგი დაღმავალი ტრენდის განახლებისთვის ემზადება

GBP/USD (20 მაისი, 2015)
ევრო/დოლარის წყვილის მსგავსად, სტერლინგ/დოლარმაც მკვეთრად დაიწია, თუმცა პირველისგან განსხვავებით, აქ ჯერ ჩამოყალიბბული სურათი არ გვაქვს. ჯერ ერთი, შესასრულებელი დარჩა მე-5 ტალღა, ურომლისოდაც ეს მოძრაობა კორექციულად ჩაითვლება. მეორეც, გასარღვევია აღმავალი არხი, რომელსაც ფასი, ბოლო ხუთი წლის მინიმუმის (1.4562) განახლების შემდეგ (13 აპრილი), პრაქტიკულად არ გასცდენია.

ამჟამად (14:25) ფასის მოძრაობას კორექციული ფორმა აქვს, რის შემდეგაც, არხის ქვედა ზღვარის გარღვევა უნდა სცადოს. გუშინდელი მინიმუმის (1.5446) განახლების შემთხვევაში, სახეზე გვექნება მეხუთე ტალღა და ეს დაღმავალი მოძრაობა, იმპულსის (პირველი ტალღის) სახეს მიიღებს.
პირველ ტალღას აუცილებლად უნდა მოჰყვეს მეორე, კორექციული ტალღა, რომელიც სავარაუდოდ, აღმავალი არხის ქვედა ზღვარის ქვევიდან გატესტვაში აისახება. მისგან არეკვლის შემთხვევაში კი სტარტს აიღებს მესამე ტალღა, რომელიც თავის მხრივ, ხუთტალღიანი მოძრაობა იქნება.

თუ არხის ქვედა ზღვარის გატესტვის შემდეგ, ფასი კვლავ არხის საზღვრებში შევა და იქ მოიკიდებს ფეხს, ამ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ის ზედა ზღვარისკენ გააგრძელებს მოძრაობას.

No comments:

Post a Comment