Tuesday, December 23, 2014

პროთეზი, რომელსაც ადამიანის გონება მართავს

WORLD FIRST: MAN CONTROLS TWO PROSTHETIC ARMS WITH HIS MIND
23 დეკემბერი
კოლორადოელი ლესლი ბო მთელს მსოფლიოში პირველი ადამიანია, ვისაც ორივე ხელი ძირში აქვს ამპუტირებული და მათ ადგილზე ატარებს პროთეზებს, რომელთა მართვაც საკუთარი გონებით შეუძლია. რამდენიმე კომპანია მუშაობს ისეთ პროთეზებზე, რომლებიც პაციენტს კიდურების შეგრძნებას უბრუნებს. მაგრამ ლესლი ბო პირველია, ვისაც ორივე ხელზე ამ ტიპის პროთეზი გაუკეთეს და ორივეს ერთდროულად კონტროლის უნარი აქვს. ეს უნარი მას ჯონს ჰოპკინსის გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორიაში მიანიჭეს.
ამისათვის მას გაუკეთეს ოპერაცია, რომელსაც მეცნიერებმა კუნთების „მიზნობრივი რეინერვაცია უწოდეს“. ოპერაციის დროს, მისი მხრის ის ნერვები, რომლებიც ადრე მისი ხელების ნერვებთან იყო დაკავშირებული, პროთეზების ხელოვნურ ნერვულ სისტემას დაუკავშირს. მას ოპერაცია იმ უბედური შემთხვევიდან 40 წლის შემდეგ ჩაუტარდა, რომელმაც ორივე ხელი დააკარგვინა. ოპერაციიდან 10 დღეში კი, ცოტაოდენი ვარჯიშის შემდეგ, მან თავისი ახალი ხელების გამოყენება დაიწყო - მცირე საგნების გადაადგილებას ახერხებს და ამ დროს მხოლოდ საკუთარი გონება ეხმარება და არა გარე კონტროლის საშუალება.
ბო თავის ახალ ხელებს სრულად აკონტროლებს და გრძნობს. მას შეუძლია მხრების, იდაყვების, მაჯების და თითების კონტროლი. ის ახერხებს მომცრო ჭიქის და ბურთის გადაადგილებას. თუმცა, ამისათვის, ყოველი სახსრის ცალ-ცალკე მართვა უწევს. მაგალითად, მოძრაობას ჯერ მზრის სახსრით ასრულებს, შემდეგ იდაყვით და ასე შემდეგ. როგორც ლაბორატორიაში ამბობენ, მალე მათ მიერ შემუშავებული პროთეზი დაიხვეწება და პაციენტი მას სამუდამოდ დაიტოვებს ყოველდღიური სარგებლობისთვის.
ცნობისათვის, ჯგუფი „ბრაინგეიტი“ მუშაობს კიდურის პროთეზზე, რომლის ჩიპიც ინერგება ტვინში და მისი დახმარებით, პაციენტი ამ პროთეზის სრულფასოვან გამოყენებას შეძლებს. დიუკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ექსოჩონჩხის კონცეპცია, რომლის კონტროლიც ასევე გონებითაა შესაძლებელი.

ვიდეო

No comments:

Post a Comment