Thursday, July 3, 2014

„უორპ დრაივ პროჯექტ“ - ორ კვირაში 4.3 სინათლის წელი

NASA’s Warp Drive Project: “Speeds” That Could Take a Spacecraft to Alpha Centauri in Two Weeks Even Though the System is 4.3 Light-Years Away
2 ივლისი
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) მუშაობა დაიწყო პროექტზე „უორპ დრაივ პროჯექტ“, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც, ადამიანი 4.3 სინათლის წელს, რა მანძილიც უახლოეს ვარსკვლავ ალფა ცენტავრამდე გვაშორებს, დაახლოებით ორ კვირაში გადალახავს. პროექტი გადაადგილებისთვის სივრცის დეფორმაციას ითვალისწინებს.
რამდენიმე თვის წინათ, ფიზიკოსმა ჰაროლდ უაითმა გამოაცხადა, რომ მან და მისმა კოლეგებმა NASA-დან, შეიმუშავეს კონცეპცია, რომელიც ეგრეთ წოდებული ალკუბიერეს მოძრაობის ახლებურ ინტერპრეტაციას ეყრდნობა. რაც მთავარია, ის არ ეწინააღმდეგება ფიზიკის კანონებს. უაითს სივრცის დეფორმაციაზე მომუშავე ძრავის შექმნის იდეა მაშინ დაებადა, როცა მექსიკელ ფიზიკოს-თეორეტიკოს მიგელ ალკუბიერეს მიერ 1994 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომს აანალიზებდა.
ალკუბიერეს ნაშრომი ცნობილია სახელით: „დეფორმაციით გადაადგილება: ჰიპერ სწრაფი მოგზაურობა ფარდობითობის ზოგად თეორიის ფარგლებში“. მასში მეცნიერი აღწერს მექანიზმს, რომელიც იმის საშუალებას იძლევა, რომ სივრცისა და დროის ერთობლიობა ერთგვარ დეფორმაციას განიცდის როგორც კოსმოსური ხომალდის წინ, ასევე უკანაც. მარტივად რომ ითქვას, თუ საფრენი აპარატის უკან, სივრცე სწრაფად გაფართოვდება, წინ კი - შეიკუმშება, ეს ხომალდს ბიძგს მიანიჭებს. ამ ყველაფერს, ხომალდში მყოფი ადამიანი გადაადგილებად აღიქვამს, თუმცა რეალურად, აჩქარებას ადგილი არ ექნება. ამერიკული ფიზიკოს-თეორეტიკოსი მიჩიო კაკუ ალკუბიერეს მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, „სამყაროს პასპორტს“ უწოდებს.
კონცეპციაში სივრცის დფორმაციაზე მომუშავე ძრავის პრინციპი ასეა აღწერილი: სფეროიდული ობიექტი სივრცე-დროის ორ რეგიონს შორის მოთავსდება. ძრავის ამუშავების შემდეგ, სივრცე-დროის გაფართოება და შეკუმშვა ხდება. ამ დროს, ხომალდი უძრავია, მის გარშემო არსებული სივრცე-დროის წყვილი კი, რომელშიც ხომალდი მუდმივ კოორდინატებს ინარჩუნებს, სინათლის წელზე გაცილებით მეტი სიჩქარით მოძრაობს.
მაგრამ სივრცე-დროის სტრუქტურა ძალიან ხისტია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გაფართოებისა და შეკუმშვის ეფექტების მიღწევას და ამის წყალობით, დიდი მანძილების დაფარვას, უზარმაზარი ენერგია დასჭირდება. და მაინც, უაითი ამბობს, რომ წელიწადნახევრის ფიქრის შემდეგ, მას პრობლემის გადაწყვეტის იმედი გაუჩნდა. ამას კი აპარატის გარშემო არსებული ალკუბიერეს რგოლის გეომეტრიის ცვალებადობით მიაღწევს.
„ჩემი ანალიზის შედეგები მოწმობს, რომ მე აღმოვაჩინე ის, რაც მათემატიკაში ისედაც ყოველთვის არსებობდა. მე მივხვდი, რომ თუ უარყოფითი ვაკუუმის ენერგიის რგოლის სისქეს იმავე პროპორციით გავზრდით, როგორიც ქამარსა და ბლითს შორისაა და რგოლს რხევებს მივანიჭებთ, გაცილებით ნაკლები ენერგია დაგვჭირდება მიზნის მისაღწევად. შესაძლოა, ამან იდეა რეალობად აქციოს“, - ამბობს უაითი.
მეცნიერმა „ალკუბიერეს გადაადგილების“ მისეული ინტერპრეტაცია ატლანტაში, კოსმოსური ფრენის 100 წლის კონფერენციაზე წარადგინა. მან განაცხადა, რომ სივრცის დეფორმაციული გადაადგილებით, ჯერჯერობით მხოლოდ „ვოიაჯერ 1-ზე“ პატარა ხომალდის მოძრაობაა შესაძლებელი.
ამჟამად უაითი და მისი კოლეგები, ექსპერიმენტების ჩატარებას გეგმავენ. ამისათვის მინიატურული მოდელის შექმნას აპირებენ, რომელშიც სივრცე-დროის განზომილების დეფორმაციისთვის ლაზერის გამოყენებას აპირებენ. დეფორმაციის ხარისხი, 10 მილიონზე ერთი ნაწილი უნდა იყოს.

No comments:

Post a Comment