Sunday, July 13, 2014

ორხრახნიანი ვერტმფრენი 435 კმ/სთ სიჩქარით

Radical dual tilting blade helicopter design targets speeds of over 270mph
13 ივლისი
შეერთებული შტატების მთავრობას 100 მილიარდ დოლარიან კონტრაქტზე კონკურსი აქვს გამოცხადებული, რომლის მიზანსაც, აშშ-ის არმიისთვის შემდეგი თაობის საიერიშო ვერტმფრენის წარმოების დაწყება წარმოადგენს. კონკურსი არის პროგრამა „ერთობლივი მრავალმიზნობრივი ტექნოლოგიის დემონსტრატორის“ შემადგენლი ნაწილი. მასში მონაწილეობისთვის, ტექსასურმა კომპანია „AVX ეარკრაფტ კომპანიმ“ შეიმუშავა მომავლის ვერტმფრენის პროექტი, რომელიც თანაღერთული როტორებით, ჰაერის არხიანი ვენტილატორებით და გამოსაშლელი შასითაა აღჭურვილი და მაქსიმუმ 435 კმ/სთ სიჩქარით ფრენა შეუძლია.
უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც ამერიკის არმია თანდათან უტარებს მოდერნიზაციას თავისი ვერტმფრენების პარკს. მაგრამ ეს პროცესი თანდათან სულ უფრო ძვირდება და ზღვარსაც აღწევს, რადგან მოძველებული პლატფორმების ახალი მოთხოვნების შესაბამისად მოდიფიცირება სულ უფრო რთულდება. AVX-ს კონცეპტს კი გააჩნია იმის პოტენციალი, რომ ერთდროულად რამდენიმე ვერტმფრენი - მრავალმხრივი დანიშნულების „ბლექ ჰოკი“, მოიერიშე „აპაჩი“ და მძიმე სატრანსპორტო „ჩინუკი“ შეცვალოს.
კონცეპციის შესაბამისად, AVX-ს ვერტმფრენის წონა 12 000 კილოგრამი უნდა იყოს, მისი ტვირთამწეობა კი - 5 900 კილოგრამი. მისი ეკიპაჟის წევრთა რაოდენობა 4 უნდა იყოს და გარდა ამისა, 12 სამხედრო პირის გადაყვანასაც შეძლებს. თავისი მაღალი სიჩქარის წყალობით, ის შესანიშნავი შემტევი აპარატია. აქვს რამდენიმე საცეცხლე წერტილი სხვადასხვა კალიბრის ტყვიამფრქვევისა და მცირეკალიბრიანი ავტომატური ქვემეხებისთვის. მის კორპუსში იმალება ზალპური ცეცხლის დანადგარი, რომელიც საჭიროებისამებრ გამოდის გარეთ და მოვალეობას ასრულებს. ამასთან, მას სადესანტო დანიშნულებაც აქვს - ჯარისკაცები ვერტმფრენს ორი გვერდითა და ერთი დიდი უკანა ლუკიდან დატოვებენ.
ვერტმფრენს წინა ნაწილში ორივე მხარეს აქვს მოზრდილი ჰორიზონტალური ფრთა, რომლებიც ჰორიზონტალური ფრენისას ამწევ ძალას ზრდის. უკანა კარი ისეთია, როგორიც სატვირთო თვითმფრინავებს აქვს - ჩამოსაწევი. ეს კი ვერტმფრენის სწრაფად დატვირთვიას და გადმოტვირთვას აადვილებს. ამასთან, მასში ჯარისკაცებიც სწრაფად ჯდებიან. რაც მთავარია, ამ კარიდან სალონში დიდ გაბარიტიანი ტვირთების შეტანაც შეიძლება.
სანუკვარი კონტრაქტის მოპოვებაში, AVX-ის კონცეპტს კონკურენტებად „სიკორსკის“ კონცეპტუალური „S-97 რაიდერი“, „ბელის“ „V-280 ვალორი“, „კარემTR36TD“ და „ბოინგ-სიკორსკი SB-1 დეფაიენტი“ ჰყავს. რა თქმა უნდა, ყველა კონცეპციას აქვს პლიუსები და უარყოფითი მხარეები. მათში AVX-ის ვერტმფრენი, თავისი უჩვეულო კონსტრუქციის გარდა (არ აქვს კილი), სიჩქარით, მრავალმხრივობით, და დიდი ტვირთამწეობითაც გამოირჩევა.
„AVX ეარკრაფტი“ ფორტ უორტშია (შტატი ტექსასი) ბაზირებული. ის „ბელ ჰელიკოპტერის“ ყოფილ ინჟინერთა ჯგუფმა 2005 წელს დააარსა. მაშინ მათი მიზანი, აშშ-ის საბრძოლო ვერტმფრენ „OH-58D კაიოვას“ დაბალფასიანი და კარგი მახასიათებლების მქონე მოდიფიკაციის შექმნა წარმოადგენდა. კერძოდ, მათ ერთი როტორი, თანაღერძული (კოაქსიალური) როტორებით უნდა შეეცვალათ, უნდა დაემოკლებინათ კუდი, გაეუქმებინათ კუდის როტორი, რომლის ნაცვლადაც, ვერტმფრენი კორპუსში მოთავსებული ვენტილატორებით აღიჭურვებოდა, რომელთა მეშვეობითაც გაიზრდებოდა სიჩქარე და ფრენის სიშორე. სწორედ ამ პროექტის საფუძველზე შემუშავდა სამხედრო ვერტმფრენის კონცეპტი.
კონკურსის პირობებით, მასში მონაწილე კომპანიებმა თავიანთი კონცეპციების სადემონსტრაციო ვერსიები 2017 წლამდე უნდა შეიმუშაონ.

1 comment:

  1. Harrah's Resort Atlantic City Tickets - JT-hub
    Buy Harrah's Resort 김해 출장안마 Atlantic 평택 출장마사지 City 울산광역 출장안마 tickets at Ticketmaster.com. Find Harrah's Resort Atlantic City venue concert and event schedules, venue 출장안마 information, directions, Sun, Dec 12Keith Sweat & Earl 광주 출장마사지

    ReplyDelete