Tuesday, July 16, 2013

შუქდიოდური ნათურები - ენერგიის დაზოგვის საუკეთესო საშუალება


$675 million in saved energy costs during 2012 thank to LED lights
16 ივლისი
შუქდიოდური ნათურები თანდათან მკვიდრდება ყოველდღიურობაში და როგორც ირკვევა, მათი მეშვეობით, არამხოლოდ ხარისხიანი განათების მიღებაა შესაძლებელი, არამედ ენერგიის დაზოგვაც. აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტის (DOE) მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ, საოცარი შედეგები დააფიქსირა.
როგორც ირკვევა, მომხმარებელმა გასული წლის განმავლობაში, სულ დაახლოებით 49 მილიონი შუქდიოდური ნათურა დააყენა, რომელთა დახმარებითაც, ჯამში 71 ტრილიონი ბრიტანული თერმული ერთეული (Btu) დაიზოგა. ეს კი იმ მოცულობის ენერგიის ექვივალენტურია, რომლის ღირებულებაც 675 მილიონ დოლარს შეადგენს!
მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ მცირე ნაწილია იმ მოგებისა, რისი მოტანაც შუქდიოდურ ნათურებს ენერგიის დაზოგვით შეუძლია. ჯერ ერთი, ამ ტიპის თანამედროვე ნათურები შორსაა სრულყოფილებისგან. მეორეც, მათს საყოველთაოდ გავრცელებამდე ჯერაც ბევრი დროა. თუმცა, ამ პოტენციალის ათვისება ძალიან სწრაფად შეიძლება.
და სანამ ეს მოხდება, DOE-მა დაახლოებით გამოითვალა, რომ თუ ცხრა ბაზარზე, მომხმარებელი ერთ დღეში გადავა შუქდიოდური ნათურების გამოყენებაზე, ენერგიის დანაზოგი ასტრონომიულ რიცხვს - 3 873 ტრილიონ ბრიტანულ თერმულ ერთეულს, ანუ 3.873 კვადრილიონ Btu-ს მიაღწევს, რისი ფასიც დაახლოებით 37 მილიარდი დოლარი იქნება.
ცნობისათვის, ამერიკამ შარშან ამაზე დაახლოებით ორჯერ მეტი ელექტრო ენერგია მოიხმარა...

No comments:

Post a Comment