Wednesday, July 24, 2013

60 მილიონი სტერლინგი კოსმომფრენ „სკაილონისთვის“


Britain invests £60 million in Skylon spaceplane
24 ივლისი
ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რეაქტიულ კოსმომფრენ „სკაილონის“ დასაფინანსებლად, 60 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოჰყოს. ეს გადაწყვეტილება, პროექტის პირველი ტესტების წარმატებით დასრულებას მოჰყვა. ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მიერ ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ახალი რევოლუციური ძრავის (SABRE) ტექნოლოგია, რომელიც სპეციალისტებმაამ პროექტისთვის შეიმუშავეს, განხორციელებადია. ახალი ტიპის ძრავმა უნდა უზრუნველყოს „სკაილონის“ კოსმოსში გაყვანა და იქიდან დაბრუნება ისე, რომ ამაჩქარებლები და გარე, უზარმაზარი გაბარიტების ავზები არ დასჭირდეს.
ძრავი SABRE, ეგრეთ წოდებული სკრიმჯეტების კლასს მიეკუთვნება. ატმოსფეროში ყოფნისას, ის რეაქტიული ძრავია და წყალბადის დასაწვავს ჟანგბადს, შემხვედრი ჰაერის ჭავლიდან იღებს. კოსმოსში კი ძრავი რაკეტის პრინციპით მუშაობს. ამიტომ, ამ აგრეგატით აღჭურვილ ხომალდს, ბორტზე დიდი რაოდენობით ჟანგბადის ტარება არ მოუწევს.
ეს ტექნოლოგია ჯერ კიდევ 1950-იან წლებში იყო ცნობილი, მაგრამ მისი განხორციელება ტექნიკურად შეუძლებელი იყო. მთავარი პრობლემა, მძმე ტემპერატურული რეჟიმია, რომელსაც საუკეთესო შენადნობებიც კი ვერ უძლებს და ლღვება. ჰიპერბგერით სიჩქარეზე, ჰაერის ჭავლი ძრავში მეხუთე კატეგორიის ქარიშხალზე დაახლოებით 25-ჯერ მეტი სიჩქარით შედის, რაც ძრავის შიდა ზედაპირების უსაშველოდ გადახურებას იწვევს. არადა, სანამ წვაში შევა, ჰაერს გაგრილება სჭირდება. ამიტომ, მას რამდენიმე გამაგრილებელი კამერის გავლა უწევს, რისთვისაც წყალბადის კრიოგენული საწვავი გამოიყენება. შედეგად, წამის მეასედში, ჰაერის ტემპერატურა, +1000 გრადუსიდან, -150 გრადუსამდე ჩამოდის. 
ESA-ს ამძრავების სექციის შეფმა მარკ ფორდმა განაცხადა, რომ ესოდენ მცირე დროში ჰაერის ძლიერი ჭავლის ასეთი გაციებას უზარმაზარი დანდგარები სჭირდება. ძრავი კი კომპაქტური და მსუბუქი იყოს, რათა მისი გამოყენება შესაძლებელი გახდეს. ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ეს შესაძლებელია და მაშასადამე, პრექტ „სკაილონის“ განხორციელებაც რეალურია.
მას შემდეგ, რაც ძრავი SABRE რეალურად აიგება, მისი ორი ეგზემპლარით, 85 მეტრი სიგრძის კოსმოსური ხომალდი „სკაილონი“ აღიჭურვება, რომელიც ჩვეულებრივი თვითმფრინავების ასაფრენი ზოლიდან აიღებს სტარტს და მისიის შესრულების შემდეგ, მასზევე დაეშვება.

No comments:

Post a Comment