EUR/USD-ის ვაჭრობა ერთსაათიან ჩარტზე დაღმავალი
ტრენდით მიმდინარეობს. მასზე ჩანს, რომ ამ ჩარტზე წყვილის ფასი 55-იანი მოძრავი
საშუალოს ქვემოთაა (1.2437 დონეზე), რაც იმას ნიშნავს, რომ ახლო მომავალში ფასები
უფრო შემცირდება.
ყველაფერი 31 ოქტომბერს დაიწყო. როცა იაპონიის
სახელმწიფო საპენსიო საინვესტიციო ფონდმა (GPIF), საკუთარი აქტივების სტრუქტურას გადახედა -
კერძოდ, საკუთარ პორტფელში, უცხოური აქციების წილი 12%-დან 25%-მდე გაზარდა. იმავე
დღეს, იაპონიის ბანკმა რაოდენობრივი შემსუბუქების პროგრამა მოულოდნელად, 60-70 ტრილიონი
იენიდან 80 ტრილიონ იენამდე გააფართოვა.
კოსმოსის კვლევის ისტორიაში, 2014 წლის 12 ნოემბერი
განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს - ამ დღეს ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ გაშვებული
ზონდი „ფილეი“ კომეტა „67P/ ჩურიუმოვ-გერასიმენკოს“ ზედაპირზე დაეშვა და პირველი
ფოტოები გადაიღო. ამ დროს კომეტა ჩვენგან 510 მილიონი კილომეტრის სიშორეზე
იმყოფებოდა, რის გამოც, იქიდან გამოგზავნილი ინფორმაცია მისიის მართვის ცენტრში,
რომელიც გერმანიის ქალაქ დარმშტადტში იმყოფება, 28 წუთისა და 20 წამის შემდეგ
მოვიდა.
მატლი ადამიანში ზიზღს აღძრავს, მაგრამ თურმე ამ
არსებასაც შეუძლია სიკეთის მოტანა. მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ნეიროქირურგმა
ჯერ მარკ სიმარდმა, ტვინის კიბოს მკურნალობის კონცეპცია შეიმუშავა, რომლის შთაგონების
წყაროდაც სატელევიზიო შოუ გამოიყენა, რომლის დროსაც, პლასტიკური ქირურგები,
მკვდარი ქსოვილების მოსაშორებლად, სწორედ მატლებს იყენებდნენ. სიმარდის კონცეპცია ისეთი
მატლისებრი მიკრო რობოტების შექმნას ითვალისწინებს, რომლებიც ტვინში შეღწევას და
კიბოს უჯრედების „შეჭმას“ შეძლებენ.
Lockheed says makes breakthrough on fusion energy
project
11 ნოემბერი
ოქტომბრის შუა რიცხვებში აეროკოსმოსურმა და
თავდაცვითმა კორპორაცია „ლოკჰიდ მარტინმა“ გამოაცხადა, რომ მისმა მეცნიერებმა
შეძლეს ტექნოლოგიური გარღვევა, რომელიც თერმობირთვული სინთეზით ენერგიის მიღების საშუალებას
იძლევა. უფრო მეტიც, ამერიკულმა კორპორაციამ ასევე განაცხადა, რომ პირველი
კომპაქტური რეაქტორები, რომლებიც დიდი ზომის პიკაპის ტიპის ავტომობილის პლატფორმაზე
დაეტევა, ათ წელიწადში იქნება მზად.