20 თებერვალი
გასული წლის მიწურულს, დუბაის ავია შოუზე,
„ბოინგმა“ თავისი უახლესი სამგზავრო ავიალაინერი, გიგანტური 777X წარადგინა,
რომელიც ეკონომიურობის გარდა, იმითაც გამოირჩევა, რომ დასაკეცი ფრთები აქვს.
ამერიკული კომპანიის განცხადებით, 777X მსოფლიოში უდიდესი და ყველაზე ეფექტური
ორძრავიანი რეაქტიული ლაინერია.