'Bionic man' walks, breathes with artificial
parts
1 დეკემბერი
ეს უკვე რეალობაა - სამეცნიერო ფანტასტიკის
ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული პერსონაჟი (კიბორგი, ტერმინატორი და მისთანები),
უფრო სწორედ, პერსონაჟების ერთგვარი ერთობლიობა, სახელად „ბიონიკური ადამიანი“,
უკვე არსებობს. ინჟინრებმა შეიმუშავეს რობოტი, რომელსაც ხელოვნური ორგანოები,
კიდურები და სხეულის სხვა ნაწილები აქვს და ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ
„ბიონიკური ადამიანი“ ეწოდოს.
ოღონდ, ამერიკულ ტელესერიალ „ექვსმილიონ დოლარიანი
ადამიანის“ მთავარ გმირ, ასტრონავტ სტივ ოსტინისგან განსხვავებით, რომელიც მძიმე
ავარიის შემდეგ, ხელოვნური ნაწილებით თავიდან „ააწყვეს“, ამჯერად ნამდვილ
„ბიონიკურ ადამიანთან“ გვაქვს საქმე.