Britain invests £60 million in Skylon spaceplane
24 ივლისი
ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რეაქტიულ კოსმომფრენ
„სკაილონის“ დასაფინანსებლად, 60 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოჰყოს. ეს
გადაწყვეტილება, პროექტის პირველი ტესტების წარმატებით დასრულებას მოჰყვა. ევროპის
კოსმოსური სააგენტოს (ESA) მიერ ჩატარებულმა ტესტებმა
აჩვენა, რომ ახალი რევოლუციური ძრავის (SABRE) ტექნოლოგია, რომელიც სპეციალისტებმაამ
პროექტისთვის შეიმუშავეს, განხორციელებადია. ახალი ტიპის ძრავმა უნდა უზრუნველყოს „სკაილონის“
კოსმოსში გაყვანა და იქიდან დაბრუნება ისე, რომ ამაჩქარებლები და გარე, უზარმაზარი
გაბარიტების ავზები არ დასჭირდეს.