Saturday, November 30, 2013

დიუკელებმა მიკრო ტალღებიდან ენერგიის მიღება შეძლეს


Power-harvesting device converts microwave signals into electricity
1 დეკემბერი
დიუკის უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეიმუშავეს მოწყობილობა, რომელსაც ელექტრული ენერგიის გამომუშავება, სხვადასხვა ტიპის მიკრო ტალღებისგან, მაგალითად სატელიტებისგან წამოსული ტალღოვანი სიგნალებიდან, უკაბელო კავშირის ტალღებიდან, ასევე ხმოვანი სიგნალებიდან შეუძლია. კვლევის ავტორთა განცხადებით, მათი მოწყობილობა იმ ენერგიას ითვისებს, რომელიც ფუჭად იკარგება გარემოში. მისი ეფექტურობა კი დაახლოებით მზის ფოტო ელემენტების ექვივალენტურია.
უჩვეულო მოწყობილობის ავტორები არიან დიუკის უნივერსიტეტის სტუდენტები, ალენ ჰოკსი და ალექსანდერ კატკო, ასევე იმავე უნივერსიტეტის ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი სტივენ კამერი. მოწყობილობა ხუთ შუშაბოჭკოვან ფირფიტას მოიცავს, რომლებთანაც სპილენძის გამტარებია მიერთებული. მთლიანობაში მიღებულია ხუთ-უჯრედიანი მეტამატერუალური მწკრივი. პროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ მათ მიერ შემუშავებულ ელექტრულ წრედს, მიკროტალღების ელექტრულ ენერგიად გარდაქმნა შეუძლია.
ჰოკსი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე, მათი მოწყობილობის ენერგო ეფექტურობა 6-10 პროცენტს აღწევს, თუმცა არსებობს იმის საშუალება, რომ ეს მაჩვენებელი 37 პროცენტამდე გაიზარდოს, რაც მას მზის ელემენტების დონეზე გაიყვანს. ამასთან, მიკროტალღების გარდა, მეტამატერიალური (მეტანივთიერებითი) მოწყობილობით ენერგიის მიღება სხვადასხვა ტიპის ტალღებისგან, ვიბრაციებისგან და ხმოვანი ტალღებისგან იქნება შესაძლებელი.
კატკოს თქმით, ადრე ამ ტიპის მეტამანივთიერებითი მოწყობილობის შექმნის შესაძლებლობა მხოლოდ თეორიულად არსებობდა. „ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ასეთი მოწყობილობა, საყოფაცხოვრებო დანიშნულებითაც შეიძლება გამოვიყენოთ. ასეთი მასალების თვისებები კი იმის საშუალებას გვაძლევს, მათ სხვადასხვა ფორმა მივცეთ, რაც შეუძლებელია ანტენების შემთხვევაში. თუ ანტენები ერთმანეთთან ახლოსაა განლაგებული, მათ შორის კავშირი მყარდება, ისინი ერთმანეთის მოქმედების გადაფარვას ახერხებენ. ჩვენს მოწყობილობაში სწორედ ეს თვისებაა გამოყენებული, რომლის მეშვეობითაც, ცალკეული უჯრედები ერთობლივად მუშაობს“, - დასძენს კატკო.
მისივე ვარაუდით, შესაძლებელია (სამუშაო) ოთახის ჭერის ან კედლების ასეთი მეტამტერიალური მოწყობილობით დაფარვა, რომელიც ოთახში გაბნეულ Wi-Fi ტალღებს შეაგროვებს და მათ ელექტრულ ენერგიად გარდაქმნის. გამოგონების გამოყენება ყველაზე მოსახერხებელი მობილურ ტელეფონებში იქნება, რომლებიც ვიბრაციით დაიმუხტება. გარდა ამისა, მობილური კავშირის გადამცემი ანტენების სიახლოვეს, შესაძლებელი იქნება გადამცემი ტალღების ელექტრულ ენერგიად გარდაქმნა.
რა თქმა უნდა, მოწყობილობა შეიძლება ფასდაუდებელი იყოს კოსმოსური კვლევებისას. მისი მოდიფიცირებული ვერსია, კოსმოსში მომუშავე აპარატურისთვის ელექტრული ენერგიის გამომუშავებას შესძლებს. განსაკუთრებულ შემთხვევებში კი საჭირო ტალღებს კოსმოსში სპეციალური სადგურები გაგზავნს, ამ ტალღებით კი სადგურზე არსებული დანადგარი, ელექტრულ ენერგიას გამოიმუშავებს.

No comments:

Post a Comment