Monday, September 30, 2013

ახალ წამალს კანის კიბოს მკურნალობა შეუძლია


This Drug Could Help Skin Cancer Patients Survive For Decades
30 სექტემბერი
წამალი სახელად იპილიმუმაბი ახალი ბაზარზეა, თორემ მეცნიერებმა ის უკვე ათი წელია, რაც შეიმუშავეს. ამ ათი წლის განმავლობაში, პრეპარატმა რამდენიმე ფაზიანი სატესტო პროგრამა გაიარა და სწორედ ამის შემდეგ მიიღო ბაზარზე გამოსვლის უფლება. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ონკოლოგები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.
იპილიმუმაბი კანის კიბოს ერთ-ერთი ყვეპლაზე გავრცელებული სახეობის, მელანომას სამკურნალოდ, ბოსტონის დანა-ფარბერის კიბოს ინსტიტუტის ლაბორატორიაში შეიქმნა. ექსპერიმენტებმა მისი ფენომენალური ეფექტურობა გამოავლინა. ფარმაკოლოგები იმედოვნებენ, რომ იპილიმუმაბი კანის კიბოს მკურნალობის პირველი ეფექტური საშუალება გახდება.
იპილიმუმაბი ადამიანის მონოკლონური ანტისხეულია, რომელიც იმუნურ სისტემას ააქტიურებს და მას კანის კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად განაწყობს. მისი სამიზნეა ციოტოქსიკური T-ლიმფოციტის ანტიგენ 4 (CTLA-4). მელანომას დროს, CTLA-4-ს კიბოს უჯრედების აღმოჩენასა და განადგურებაში წინააღმდეგობა ხვდება. მაგრამ იპილიმუმაბი წინააღმდეგობის მექანიზმს თიშავს, რისი წყალობითაც, CTLA-4-ს კიბოს უჯრედების განაადგურებაში ხელს ვეღარაფერი უშლის.
წამლის კვლევისას, ათი წლის განმავლობაში, სულ 4 846-მა პაციენტმა მიიღო მონაწილეობა. კვლევის მთავარი მიზანი იყო პაციენტების გადარჩენის საშუალო პერიოდის დადგენა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იმ პაციენტებმა, რომლებმაც სამი წელი იცოცხლეს, შემდგომ შვიდ წელიწადშიც სტაბილური მდგომარეობა შეინარჩუნეს. ამ პერიოდში ისინი წამლის ძლიერ შემცირებულ დოზას ღებულობდნენ. ეს ორ-სამჯერ მეტი დროა, ვიდრე სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენებისას მიღწევა. უფრო მეტიც, მკვლევარები ვარაუდობენ, რომ იპილიმუმაბით ასევე მეტასტაზრი მელანომის ეფექტურად მკურნალობაც შესაძლებელი იქნება.

No comments:

Post a Comment