Wednesday, May 20, 2015

დოლარი ბრუნდება

დოლარმა დიდი შემობრუნება დაიწყო. ამერიკული ვალუტა, რომ იტყვიან, ყველა ფრონტზე „უტევს“. დოლარმა ყველა ძირითად წყვილში შეასრულა საწყისი იმპულსური მოძრაობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტექნიკური ანალიზის თვალსაზრისით, მისი გაძლიერების მორიგი ეტაპი დაიწყო. და საინტერესოა, რომ ასეთ განვითარებას, ფუნდამენტური ანალიზიც „უჭერს მხარს“.

სტერლინგი დაღმავალი ტრენდის განახლებისთვის ემზადება

GBP/USD (20 მაისი, 2015)
ევრო/დოლარის წყვილის მსგავსად, სტერლინგ/დოლარმაც მკვეთრად დაიწია, თუმცა პირველისგან განსხვავებით, აქ ჯერ ჩამოყალიბბული სურათი არ გვაქვს. ჯერ ერთი, შესასრულებელი დარჩა მე-5 ტალღა, ურომლისოდაც ეს მოძრაობა კორექციულად ჩაითვლება. მეორეც, გასარღვევია აღმავალი არხი, რომელსაც ფასი, ბოლო ხუთი წლის მინიმუმის (1.4562) განახლების შემდეგ (13 აპრილი), პრაქტიკულად არ გასცდენია.